ამ საოცარი საუზმის მომზადება უმარტივესია.
ხაჭოს ხვეულები, წვნიანი შიგთავსით.
ინგრედიენტები
- ხაჭო 500გ
- ცომი
- კვერცხი 1 ცალი
- ოხრახუში
- კამა
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- ჯამში მოათავსეთ ხაჭო.
- ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი.
- წვრილად დაჭერით მწანილი და დაუმატეთ ხაჭოს მასა.
- მოაუარეთ მარილი და წიწაკა.
- ჩანგლით მოურიეთ ინგრედიენტებს.
- მზა ცომი დაჭერით (მე გამომივიდა 12 ნაჭერი).
- გააბრტყელეთ ცომი.
- მოათავსეთ შიგთავსი და დაახვიეთ (ცომი შეუკეცეთ, რათა შიგთავსი არ გადმოიღვაროს).
- ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.
- მოათავსე ცომი ფორმაზე.
- წაუსვით კვერცხი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!