ქათამი “პიკასო”. არომატული და გემრიელი კერძი

1198

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 3 ცალი
  • მარილი, წიწაკა, ნიგოზი
  • ზეითუნის და მცენარეული ზეთი
  • ხახვი 1 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 2-3 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • პომიდორი 2 ცალი
  • ნაღები 20% 180მლ

მომზადება

  1. ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  2. შეწვით ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში.
  3. ზემოდან მოაყარეთ შემწვარი ხახვი და მრგვლად დაჭრილი (ასევე შემწვარი წიწაკა).
  4. ტაფაზე მოათავსეთ ნიორი, კუბიკებად დაჭრილი პომიდორი და 150მლ წყალი.
  5. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, მოაყარეთ 1/2 ჩაის კოვზი ნიგოზი, მოასხით 1 ჩაის კოვზი ქათმის ბულიონი და მოურიეთ.
  6. მოასხით 180მლ ნაღები და აადუღე 5 წუთი.
  7. ქათმის ფილე ჩაასხით ფორმაში, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!