საიმედო რეცეპტი პომიდვრის მოსახუფად

1803

ზამთრის სუსხ დღეებში, მოხუფულ პომიდორზე უკეთესი არ არსებობს.

ეს რეცეპტი გათვლილია 1 სამლიტრიან ქილაზე.

ინგრედიენტები

  • პომიდორი 10 (15) ცალი
  • მიხაკი 2 ცალი
  • წიწაკის მარცვლები 3 ცალი
  • მწარე წიწაკა
  • ნიორი 2 კბილი
  • ლიმონის მჟავა 1 ჩაის კოვზი

წყალი:

  • 1,5ლ წყალი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადება

  1. პომიდორი მოათავსეთ ქილაში, მიხაკთან, წიწაკასთან და ნიორთან ერთად.
  2. ქვაბში ჩაყარეთ მარილი და წიწაკა, მოასხით წყალი, მოხარშეთ 3 წუთი და ჩაასხით ქილაში.
  3. 5 წუთის შემდეგ სითხე ისევ ქვაბში დააბრუნეთ,
  4. პომიდვრიან ქილაში ჩაყარეთ ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა.
  5. აადუღეთ ქვაბში არსებული სითხე და ისევ ჩაასხით ქილაში.
  6. ქილას დააფარეთ მეტალის თავსაფარი და შეახვიეთ.

გემრიელად მიირთვით!