ძალიან გემრიელი და მადისაღმძვრელი პური.
მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 3,5 ჭიქა
- წყალი 1 ჭიქა
- მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
- მშრალი საფუარი 5გ
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- შაქარი 2 სუფრის კოვზი
გამოდის 2 ცალი
მომზადება
- ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი. ფქვილის მასის ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება.
- ჩაღრმავებულ ადგილას ჩაყარეთ შაქარი, მარილი და საფუარი. კარგად მოურიეთ.
- ფქვილის მასას დაუმატეთ წყალი და მცენრეული ზეთი. მოზილეთ ცომი.
- ხელით მოზილეთ ცომი 15-20 წუთის განმავლობაში.
- თუ საჭიროა დაუმატეთ ფქვილი.
- ცომი მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ, დატოვეთ სითბოში 1 საათი.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად. მიეცით პურის ფორმა.
- ცომი გააბრტყელეთ და რულეტისებურად დაახვიეთ.
- კარგად დააფიქსირეთ კუთხეები.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მასზე მოათავსეთ პური.
- დანით დასერეთ ზემო ნაწილი. გადააფარეთ ნაჭერი და დაელოდეთ 45 წუთი.
- ზემოდან წაუსვით ადუღებული წყალი.
- გამოაცხვეთ 20 გრადუსზე 30 წუთი.
- ხუმელი ჩამოიყვანეთ 180 გრადუსამდე და გამოაცხვეთ 10-15 წუთი.
- გამომცხვარ პურს წაუსვით წყალი.
გემრიელად მიირთვით!