მსუბუქი ღვეზელი გოგრით და ისპანახით: ვიტამინების ნამდვილი საბადო

1332

ნაზი და ფხვიერი ცომი, ტკბილი გოგრა, სურნელოვანი ისპანახი და პარმეზანისა და ნაღების მოსასხმელი – ამ ყველაფრის შეხამება არაჩვეულებრივ ღვეზელს ქმნის. მოდით, მოვამზადოთ ეს უგემრიელესი და არომატული ხემსი, რომელიც ყველაზე მოსაწყენ ვახშამსაც კი დღესასწაულად აქცევს.

მოამზადეთ საცხობი ფორმა, ბუთქუნა გოგრა და შევუდგეთ საქმეს.

ინგრედიენტები

  • 1 კგ გოგრა
  • 700 გრ ისპანახი
  • 200 გრ ფქვილი
  • 170 გრ კარაქი
  • 70 გრ პარმეზანი
  • 100 მლ ნაღები
  • 3 კვერცხი
  • როზმარინი გემოვნებით
  • 2 კბ ნიორი
  • ბეგქონდარა გემოვნებით
  • 70 მლ წყალი
  • 40 მლ ზეითუნის ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ჩაყარეთ თასში გაცრილი ფქვილი, დაუმატეთ დაჭრილი რბილი კარაქი, მარილი, წყალი და მოზილეთ ცომი. დაუმატეთ ბეგქონდარა, კვლავ მოზილეთ, შეახვიეთ საკვების ცელოფანში და შედგით მაცივარში 40 წუთით.
  2. შეწვით ზეითუნის ზეთში 1 კბილი ნიორი, დაჭერით კუბებად გოგრა, დაყარეთ ტაფაზე, დაუმატეთ როზმარინი და მოთუშეთ 20 წუთის განმავლობაში. როცა გოგრა მოიბრაწება, მოაცილეთ ნიორი.
  3. დაჭერით ისპანახი, გაიმეორეთ ნივრის პროცედურა, მოთუშეთ ცალკე ტაფაზე, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი. მოამზადეთ 5 წუთის განმავლობაში და მოაცილეთ ნიორი. ბოლოს დაუმატეთ მარილი.
  4. ათქვიფეთ  კვერცხი, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ნაღები და გახეხილი ყველი.
  5. მოაყარეთ სამუშაო ზედაპირს ფქვილი. გააბრტყელეთ ცომი. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ გაბრტყელებული ცომი.
  6. ფენა-ფენა მოათავსეთ ჯერ ისპანახი, შემდეგ გოგრა, შემდეგ კი კვერცხისა და ნაღების მასა მოასხით.
  7. შედგით 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 60 წუთით. მირთმევამდე ოდნავ გააცივეთ ღვეზელი.

შეგიძლიათ მზა ცომი შეინახოთ საყინულეში 2-3 კვირის განმავლობაში. პარმეზანს კი იტალიური ყველი პეკორინოთი ჩაანაცვლებთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!