ძალიან გემრიელი კექსი შედედებულ რძეზე

3210

კექსი მზადდება ძალიან მარტივად და სწრაფად.

დესერტი რბილი და ჰაერივანია, ნაზი არომატით.

ინგრედეინტები

  • ხორბლის ფქვილი 250გ
  • კარაქი 100გ
  • შედედბული რძე 1 ქილა
  • კვერცხი 4 ცალი
  • მწივი მარილი
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩაის კოზვი
  • ქიშმიში (სურვილისამებრ) 150გ

მომზადება

  1. ოთახის ტემპერატურის კარაქი მოათავსეთ ჯამში.
  2. დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ მიქსერით.
  3. თითო-თითოდ დაუმატეთ კვერცხი და გააგრძელეთ თქვეფა.
  4. მოასხით შედედებული რძე და გააგრძელეთ თქვეფა.
  5. გაცრილ ფქვილის დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
  6. მთავარ მასას დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ თხევადი ცომი.
  7. დაუმატეთ ქიშმიში.
  8. ქიშმიში მზადდება ასე: აუცილებლად გარეცხეთ ცხელი წყლით, გააშრეთ, დაუმატეთ სუფრის კოვზი სახამებელი.
  9. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი.
  10. ჩაასხით ცომი და გადაანაწილეთ თანაბრად.
  11. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.
  12. მოაყარეთ შაქარის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!