წვნიანი და ნაზი კატლეტები ღუმელში

1334

ღუმელში გამომცხვარი კატლეტები გამოდის ძალიან გემრიელი და ნაზი.

რეცეპტი უმარტივესია. აუცილებლად მოამზადეთ.

ინგრედიენტები

  • რძე 150მლ
  • პური 80გ
  • ფარში 500გ
  • მწვანე ხახვი 1 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • კარტოფილი 2 ცალი
  • კარაქი 2 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. პური დააქუცმაცეთ და მოასხით რძე. დატოვეთ, რათა კარგად შეიწოვოს.
  2. ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ.
  3. დაბლენდერებული მასა მოათავსეთ ჯამში, ხოლო ბლენდერში გადაიტანეთ პური.
  4. კარტოფილი გახეხეთ წვრილად.
  5. ჯამში მოათავსეთ ფარში, კარტოფილი, ხახვი და პური.
  6. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, კარგად მოურიეთ.
  7. შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და ისევ კარგად მოურიეთ.
  8. მიღებულ მასას მიეცით კატლეტების ფორმა და მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ფორმაზე.
  9. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთი.
  10. დროის გასვლის შემდეგ, კატლეტებს წაუსვით კარაქი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზწ 15-20 წუთი.
  11. ცხობის პროცესში კატლეტებს წაუსვით მათი წვისგან გამოყოფილი წვენი.

გემრიელად მიირთვით!