სუპ-პიურეს არასაინტერესო კერძად აღქმა დაუშვებელია. მისი ტექსტურის და შემადგენლობის მეშვეობით უამრავი კერძის შექმნა შიძლება.
სუპი გამოდის ნაზი და ძალიან არომატული. ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონთ.
ინგრედიენტები
- 6 ცალი სტაფილო
- 1 ხახვი
- 1 მწვანე ხახვი
- ჯანჯაფილი
- 3 კბილი ნიორი
- 1 ვაშლი
- 1,5მლ ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი
- 30მლ ზეითუნის ზეთი
მომზადება
- გაასუფთავეთ ვაშლი და სტაფილო, დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
- გაასუფთავეთ ხახვი, ჯანჯაფილი და ნიორი, დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ ხახვი. მოთუშეთ, დაუმატეთ ნიორი და ჯანჯაფილი. მოთუშეთ ბოსტნეული 3 წუთის განმავლობაში.
- ბოსტნეულის მოთუშვიესას ბულიონი მოათავსეთ ქვაბით ცეცხლზე და წამოადუღეთ. შემდეგ დაუმატეთ მოთუშული ბოსტნეული და ხარშეთ 2 წუთი.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, დაუმატეთ სტაფილო და ვაშლი, მოხარშეთ ბოსტნეულის დარბილებამდე.
- მზა სუპიდან გადმოასხით ბულიონის ნაწილი და აქციეთ პიურედ. შეგიძლიათ ბულიონის წყლით აკონტროლოთ კერძის სისქე.
- მზა სუპი წამოადუღეთ. მზად არის!
გემრიელად მიირთვით!