სწრაფი ტორტი არაჟანზე ჯემით: გემრიელია და თან ძალიან იაფი

1342

ამ რეცეპტის დახმარებით, თქვენ ძალიან მარტივად მოამზადებდთ ტორტს.

ფირფიტები ძალიან რბილი და არომატული გამოდის, მერწმუნეთ ძალიან მოგეწონებათ.

ინგრედენტებიც ძალიან ბიუჯეტურია.

ინგრედიენტები

ბისკვიტისთვის

  • ხორბლის ფქვილი 2 ჭიქა
  • შაქარი 1 ჭიქა
  • კვერცხი 1 ცალი
  • არაჟანი 250გ
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • ჯემი ხილისა და კენკრის გარეშე 1 ჭიქა
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი

კრემისთვის

  • არაჟანი 300გ
  • შაქარი 1/2 ჭიქა

განაშისთვის

  • კაკაო 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • კარაქი 50გ
  • რძე 4 სუფრის კოვზი

1 ჭიქა = 200გ

მომზადება

1.ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ შაქარი.

2.ათქვიფეთ მიქსერით აქაფებამდე.

3.დაუმატეთ არაჟანი და სოდა, მოურიეთ.

4.ჩაასხით ჯემი და გააგრძელეთ მორევა.

5.დაუმატეთ მარილი და ნელ-ნელა გაცრილი ფქვილი.

6.მოზილეთ თხელი ცომი.

7.გამოსაცხობი ფორმა (მე ვიყენებ 23სმ დიამეტრით) ამოფინეთ პერგამენტით.

8.ფორმის ზირი და გვერდები დაამუშავეთ მცენარეული ზეთით.

9.ცომი ჩაასხით ფრმაში და თანაბრად გადაანაწილეთ.

10.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 50-55 წუთი.

11.მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით.

12.მზა ბისკვიტი გააგრილეთ.

13.ამასობაში მოვამზადოთ კრემი.

14.ჯამში მოათვსეთ არაჟანი და შაქარი.

15.ათქვიფეთ მიქსერით, შაქრის სრულ დაშლამდე.

16.ფირფიტა გაჭერით ორად.

17.პირველ ფირფიტას წაუსვით კრემი, მასზე მოათავსეთ მეორე ფირფიტა.

18.მოვამზადოთ განაში. ქვაბში მოათავსეთ კაკაო და შაქარი.

19.დაუმატეთ რძე, გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე და მოხარშეთ შესქელებამდე.

20.შემდეგ მოათავსეთ კარაქი, მოურიეთ და გადმოიტანეთ ცეხლიდან.

21.მოურიეთ კარაქის გალღვობამდე.

22.მიღებული განაში მოასხით ტორტს.

23.ტორტი მოათავსეთ მაცივარში 2 საათი.

გემრიელად მიირთვით!