ასეთი გემრიელი სამკუთხედების მომზადება ტაფაზე შეგიძლიათ.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 200გ
- ხაჭო 250გ
- ყველი 150გ
- კეფირი 100მლ
- კარაქი 10გ
- კვერცხი 1 ცალი
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- მარილი 1/3 ჩაის კოვზი
- მცენარეული ზეთი
მომზადება
- ღრმა ჯამში მოათავსეთ ხაჭო და მსხვილად გახეხილი ყველი (მე ვიყენებ სულუგუნს).
- ჩატეხეთ კვერცხი და მოასხით კეფირი.
- მოათავსეთ დარბილებული კარაქი და კარგად მოურიეთ.
- მოაყარეთ მარილი და მოურიეთ.
- გაცრილ ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
- ფქვილის მასა თანდათან დაუმატეთ მთავარ მასას, მოზილეთ ცომი.
- ცომი უნდა გამოგივიდეთ რბილი.
- მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით, მოათავსეთ ცომი და დაამუშავეთ ხელით.
- მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად, დაამრგვალეთ და დაელოდეთ 10-15 წუთი.
- ცომს დააფარეთ პაკეტი.
- მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით და მოათავსეთ ცომის პირველი ნაწილი.
- გააბრტყელეთ დაახლოებით 20სმ დიამეტრზე და 1სმ სისქეზე.
- მრგვალი ცომი გაყავით პიცის საჭრელით სამკუთხედებად.
- გააცხელეთ მცენარეული ზეთი ტაფაზე.
- სამკუთხედები გადაიტანეთ ტაფაზე.
- შეწვით დაბალ ცეცხლზე თავდახურული.
- შემდეგ გადმოაბრუნეთ და მოუმატეთ ცეცხლს.
- შეწვით თავსაფრის გარეშე (გადმოაბრუნეთ ხშირად).
- მზა სამკუთხედები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
- მეორე ნაწილი ცომისგანაც გააკეთეთ იგივე.
გემრიელად მიირთვით!