რბილი ტორტი საოცარი კრემით

5035

ძალიან გემრიელი შოკოლადის ნამცხვარი შედედებული რძის კრემით.

რეცეპტი მარტივი და მოსახერხებელია. ეს ნამცხვარი თქვენი ოჯახის წევრების ფავორიტი გახდება.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 180გ
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი 180 გრ
  • კვერცხი 5 ცალი
  • ვანილი 1/2 ჩაის კოვზი
  • თაფლი 2 სუფრის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 50მლ

კრემისთვის

  • კარაქი 300გ
  • მოხარშული შედედებული რძე 300გ

განაშისთვის

  • შავი შოკოლადი 100გ
  • რძე 2 სუფრის კოვზი
  • კარაქი 30გ

მომზადება

  1. თავდაპირველად მოვამზადოთ ცომი.
  2. ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცი, დაუმატეთ შაქარი და ვანილი.
  3. ჩაასხით მცენარეული ზეთი.
  4. დაუმატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ.
  5. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი, კაკაო და სოდა.
  6. მოზლიეთ თხელი ცომი.
  7. ცომი გაყავით 3 ნაწილად და გადაანაწილეთ სამ ჯამში.
  8. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მოასხით ერთ ჯამში არსებული მასა.
  9. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ კორჟი 10 წუთი.
  10. ასეთი მეთოდით გამოაცხვეთ 3 კორჟი (ეცადეთ ყველა კორჟი იყოს თანაბარი ზომის).
  11. სანამ კორჟები გრილდება მოვამზადოთ კრემი.
  12. ღრმა ჯამში მოათავსეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი.
  13. ათქვიფეთ მიქსერით და ნელ-ნელა დაუმატეთ მოხარშული შედედებული რძე, არ შეწყვიტოთ თქვეფა.
  14. ერთი კორჟი მოათავსეთ ლანგარზე და მოასხით სირფი (2 სუფრის კოვზი შაქარი გახსენით 200მლ თბილ წყალში).
  15. შემდეგ კორჟს თანაბრად წაუსვით კრემი (კრემი თავიდანვე გაყავით სამ ნაწილად).
  16. დააფარეთ შემდეგ კორჟი, დაასხით სიროფი და წაუსვით კრემი.
  17. მესამე კორჟიც ანალოგიურად ააწყვეთ.
  18. მოვამზადოთ განაში. ჯამში მოათავსეთ შოკოლადი, კარაქი და მოასხით რძე.
  19. მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე და გაალღვეთ.
  20. ტორტს ზემოდან თანაბრად მოასხით განაში და მოათავსეთ მაცივარში 2 საათი.

გემრიელად მიირთვით!