როგორ მოვამზადოთ თხელი ცომი პიცისთვის

1340

თუ თქვენ გინდათ დააგემოვნოთ ნამდვილი პიცა, მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად თქვენთვისაა.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ნამდვილი იტალიური ცომის რეცეპტს.

თხელი ცომის მოსამზადებლად, პროდუქტთა სიიდან უნდა ამოვიღოთ კვერცხი და გამაფხვიერებელი.

ცომი იტალიური პიცისთვის

ინგრედიენტები

  • 190მლ თბილი წყალი
  • 300გ ფქვილი
  • 1,5 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ღრმა ჯამში ჩაასხით წყალი. მოაყარეთ საფუარი და დაელოდეთ 2 წუთი. შემდეგ დაუმატეთ მარილი, ზეითუნის ზეთი, ნახევარი ფქვილი და მოურიეთ. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

2.ჯამი დაამუშავეთ მცენარეული ზეთით, მასში მოათავსეთ ცომი, დააფარეთ სველი ხელსახოცი და დატოვეთ 1 საათი.

3.ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი.

4.თითებით დაამუშავეთ ცომი, რათა გამოვიდეს ზედმეტი ჰაერი.

5.მზა ცომი გაყავით ორად და მოამზადეთ პიცის კორჟები.

ტოპინგი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. მთავარი პიცაში მაინც ცომია.

ჩემი რჩევაა, პიცისთვის ყოველთვის წინასწარ გაახურეთ ღუმელი და შემდეგ გამოაცხვეთ. გემრიელად მიირთვით!