რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ იდეალური ჩებურეკის მომზადებაში

1564
Tasty chebureks with fresh herbs on plate,on wooden table, on bright background

როგორც ჩვენთვის ცნობილია ყირიმელმა თათრებმა მოამზადეს პირველად ხორციანი ჩებურეკი. მათი დამსახურებით სხვა სამზარეულოებსაც ხვდა წილად ბედნიერება და ჩებურეკის მომზადება. ჩებურეკს ძალიან კარგად უზბეკები ამზადებენ, რომლებიც მის მზადებას ტრადიციული მეთოდით უძღვებიან.

დღეს ჩვენ მოგიყვებით ხორციანი ჩებურეკის რეცეპტს, მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციებს და ყველაფერი გამოგივათ.

როგორ მოვამზადთ ჩებურეკი ხორცით

კარგი ჩებურეკისთვის აუცილებელია კარგი ცომი. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ საუკეთესო ზეითუნის ზეთი. ინგრედიენტების ხარისხი განსაზღვრავს შედეგს.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 1კგ ფქვილი
  • 500მლ წყალი
  • 50მლ მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნის)
  • 1 ჩაის კოვზი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 600გ ხორცი
  • 600გ გასუფთავებული ხახვი
  • 150-200გ სალა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და მცენარეული ზეთი. ასევე დაუმატეთ 70 გრადუსზე გაცხელებული წყალი. მოზილეთ ცომი და დააცადეთ ამოფუვება. აუცილებლად დააფარეთ თავზე, რათა არ გამოშრეს.

2.გაასუფთავეთ ხორცი. დაჭერით საშუალო ნაჭრებად. ხახვი დაჭერით მსხვილად და დაასხით ცხელი წყალი, რათა გაუქრეს სუნი. ხორცი და ხახვი გამოატარეთ ხორცსაკეპში.

3.დაამარილეთ ფარში. ამისათვის დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი მარილი და ორჯერ ცოტა შავი წიწაკა.

4.ფარშს დაუმატეთ სალა და კარგად მოურიეთ.

5.ჩვენ მიერ მომზადებული ცომი ეყოფა დაახლოებით 24 ჩებურეკს. ცომი გაყავით ორად, ერთი ნაწილი კი 12 ნაჭრად. ცომის მეორე ნაწილს გადააკარით პაკეტი, რათა არ გამოშრეს.

6.მიეცით ცომს თანაბარი ფორმა ცომს. ცმთან შეხებისას აუცილებლად გამოიყენეთ ფქვილი. გააბრტყელეთ ცომი.

7.ცომის ერთ ნაწილზე მოათავსეთ შიგთავსი. ერთ ჩებურეკს 1 სუფრის კოვზი ფარში სჭირდება. დახურეთ ცომი და დააფიქსირეთ კუთხეები.

8.შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზე ან ზეთში. წვის ოპტიმალური ტემპერატურაა 200 გრადუსი. ასეთ პირობებში ჩებურეკი 1,5-2 წუთი იწვება.

9.ორივე მხრიდან შეწვით, მოასხით ცხელი ზეთი, რათა ფარში თანამბრად შეიწვას. მზა ჩებურეკი მოათვსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

გემრიელად მიირთვით!