მას მერე, რაც ეს თხელი ლავაში გავსინჯე, მაღაზიაში უკვე არ ვყიდულობ

2731

უამრავ ოჯახში უყვართ ლავაში. მას პირველ ან მეორე კერძებთან მიირთმვენ, ან სხვადასხვა შიგთავსებს ახვევენ. მოკლედ, ლავაში კავკასიური სამზარეულოს უნივერსალური კერძია.

შინ გამომცხვარი ლავაში ყოველთვის უფრო გემრიელია, ვიდრე ნაყიდი. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ საფუარის ცომის მომზადების თავი არ გვაქვს? „გასტრონომიამ“ მოამზადა უსაფუარო ლავაშის არაჩვეულებრივი რეცეპტი, სადაც გამოყენებულია ფქვილი, ზეთი და წყალი, თან მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 350 გრ ფქვილი
  • 150 მლ წყალი
  • 30 მლ ზეთი
  • 7 გრ მარილი

მომზადება

  1. დაყარეთ ფქვილი ზედაპირზე, გააკეთეთ ჩაღრმავება, ჩაასხით წყალი, ზეთი, დაუმატეთ მარილი. ფრთხილად მოურიეთ ჩანგლით.
  2. მოზილეთ ცომი ხელებით. საკმაოდ მაგარი უნდა გამოვიდეს. შეახვიეთ საკვების ცელოფანში და დატოვეთ 15 წუთით.
  3. დაყავით ცომი დაახლოებით 10 ნაწილად. ყოველი ნაჭერი ამოავლეთ ფქვილში.
  4. შემდეგ გააბრტყელეთ. ლავაშის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 2 მილიმეტრს.
  5. გაახურეთ ტაფა უზეთოდ. გამოაცხვეთ ლავაში დაახლოებით 25 წამის განმავლობაში ორივე მხრიდან.
  6. დააწყვეთ ერთმანეთზე. შემდეგ დააფარეთ ტენიანი პირსახოცი.

მზა ლავაში შეგიძლიათ გამოიყენოთ გემოვნების მიხედვით. ძალიან გემრიელია მასში გახვეული ფარში, ხაჭო მწვანილით, გახეხილი მაგარი ყველი და სხვა. გემრიელად მიირთვით!