“ალა კარბონარა” – უგემრიელესი, ტრადიციული რომაული კერძი

3543

ფიქრობენ, რომ “ალა კარბონარას” საწებელი მსოფლიო ომის დასასრულს გამოიგონეს, როცა მეკავშირეთა ჯარები ქალაქში შაშხითა და კვერცხებით დატვირთულნი შევიდნენ. ადგილობრივმა მზარეულებმა კი ამ ინგრედიენტებით საუცხოო საწებელი მოამზადეს.

ინგრედიენტები:

  • 500 გ სპაგეტი
  • 60 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 1 ხახვი
  • 150 გ შაშხი
  • 6 კვერცხი
  • 90 მლ ნაღები ცხიმიანი (ორმაგი)
  • მარილი, შავი პილპილი
  • 90 გ ყველი პეკორინი ან პარმეზანი

მომზადების წესი: 

  1. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ.
  2. სანამ სპაგეტი იხარშება, პატარა ტაფაში გააცხელეთ ზეთი და საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ ხახვი. ოქროსფრად რომ შეიფერება, დაუმატეთ კუბებად დაჭრილი შაშხი და შუშეთ კიდევ 5 წთ.
  3. კვერცხები და ნაღები დიდ ჯამში ათქვიფეთ, შეაზავეთ მარილითა და ახალდაფქული პილპილით, დაუმატეთ ყველი.
  4. მომზადებული სპაგეტი ტაფაში შაშხთან გადაიტანეთ, ათქვეფილი კვერცხი დაასხით, ტემპერატურას  მოუმატეთ და კარგად მოურიეთ.
  5. მოაყარეთ შავი პილპილი და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.