ზამთრის პერიოდში გვაწუხებს ახალი ხილის ნაკლებობა. საბედნიეროდ ზოგიერთი ხილის გაყინვა ძალიან მარტივია. ამიტომაც შეგიძლიათ ზამთარშიც არ მოიკლოთ გემრიელი დესერტები.
თუ მაცივარში გაყინულ ალუბალს ინახავთ, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს რეცეპტი და მოამზადეთ უგემრიელესი დესერტი.
ფხვიერი ნამცხვარი ალუბლით
ასეთი ნამცხვარი ნამდვილად გახდება თქვენი სუფრის სამშევენისი.
ინგრედიენტები
- 250გ ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 100გ კარაქი
- 4 კვერცხი
- 160გ შაქარი
- 350გ არაჟანი
- 20გ სახამებელი
- 250-300გ ალუბალი
- ცოტაოდენი ვანილი
მომზადება
1.პირველ რიგში მოვამზადოთ ფხვიერი ცომი. ამისათვის ერთმანეთს გადაურიეთ კარაქი გამაფხვიერებელი და ფქვილი.
2.ათქვიფეთ 2 კვერცხი და 60გ შაქარი. შემდეგ შეაერთეთ ფქვილის და კვერცხის მასა და სწრაფად მოზილეთ ცომი. არ იწვალოთ დიდხანს, მტავარია ცომი შეკრათ და ამის შემდეგ უმალვე მოათავსეთ მაცივარში.
3.ჯამში მოათავსეთ 100გ შაქარი, სახამებელი, ვანილი და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ 2 კვერცხი და არაჟანი. ისევ კარგად მოურიეთ.
4.ალუბალს მოაშორეთ ზედმეტი სითხე და მოაყარეთ 1 სუფირს კოვზი შაქარი. ცომი გადაანაწილეთ საცხობ ფორმაზე და აუცილებლად ამოიყვანეთ კიდეებ. ზემოდან მოაყარეთ ალუბალი და მოასხით არაჟნის მასა, კუთხეებში დატოვეთ 0,5-1სმ ადგილი, რადგნ ნამცხვარი ცხობისას ამოფუვდება. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 50 წუთი.
5.აი ეს მომენტიც დადგა! გამოიტანეთ მზა ნამცხვარი ღუმელიდან და დაელოდეთ გაგრილებას. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ შაქრის ფხვნილი.
როგორც ხედავთ ალუბლის ნამცხვრის მომზადება ძალიან მარტივი საქმეა. ფხვიერი ცომი და საოცარი შიგთავსი. გემრიელად მიირთვით!