პელმენი ყველით და არაჟნით

1915
fried dumplings with onion and bacon in a frying pan. horizontal view from above

თუ თქვენ გეზარებათ და პრაქტიკულად არ ამზადებთ სახლში კერძებს, ეს რეცეპტი დაგაწყებინებთ ამ საქმიანობას, რადგან ისეთი კერძი, როგორიც პელმენია მრავალი მეთოდით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ. ყველას ძალიან უყვარს პელმენი, რომელიც მარტივად და ძალიან სწრაფად მზადდება. თუ თქვენ მხოლოდ სტანდარტული წესით ამზადებთ პელმენს, მაშინ ამ რეცეპტს ადევნეთ თვალი.

რისი მომზადება შეიძლება ჩვეულებრივი პელმენისგან? აქ დახმარებას ჩვენი რედაქცია გაგიწევთ, რომელიც შემოგთავაზებთ კერძს სახელად “სტუმრად უცოლოსთან”. დიახ-დიახ ამ კერძს სწორედ ასე ქვია და მისი მთავარი ინგრედიენტი პელმენია! მოემზადეთ და დაიწყეთ მზადება.

როგორ მოვამზადოთ შემწვარი პელმენი

ინგრედიენტები

  • 800გ პელმენი
  • 200გ არაჟანი
  • 5 სუფრის კოვზი მაიონეზი მდოგვის მარცვლებით
  • 200გ ყველი
  • 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. ტაფაზე დაასხით ცოტა მცენარეული ზეთი და დაყარეთ ერთი შეკვრა პელმენი, მოურიეთ აუჩქარებლად და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ 10-15 წუთ. პელმენი ოდნავ უნდა დაიბრაწოს.

2.პატარა ჯამში არაჟანს დაუმეტეთ მაიონეზი მდოგვთან ერთად. გახეხეთ ყველი.

3.ტაფა გადმოიტანეთ თეფშიდან და მასში არსებული დაბრაწული პელმენი, დიდი კოვზით კარგად მოურიეთ. მიღებული მასა მოათავსეთ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 20 წუთი 200 გრადუსზე.

4.მითითებული დროის გასვლიშ შემდეგ პელმენი გამოიღეთ ღუმელიდან. უგემრიელესი კერძიც მზად არის. გემრიელად მიირთვით!

თქვენ უკვე იცით პელმენის ტაფაზე მომზადების ძალიან მარტივი მეთოდი. მოაზმადეთ და გააოცეთ მეგობრები.