შემწვარი ნარინჯისფერი გოგრისა და ოსპის სალათა

1996

ტკბილი გოგრა ზამთარში მწიფს და ნებისმიერი სალათისთვის სასურველი  ინგრედიენტია. მით უფრო, რომ ზამთრობით ბოსტნეულის ნაკლებობაა. ამიტომაც, ეს სალათა ზამთრის სეოზონისთვის იდეალური ვარიანტია.

ინგრედიენტები: 

სალათისთვის: 

  • 2 კგ ტკბილი გოგრა
  • 2 ს.კ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • მარილი და შავი პილპილი
  • 280 გ მწვანე ოსპი
  • 100 გ ინდაუ
  • 1 ს.კ. ქუნჯუთის თესლი
  • 6 მწვანე ხახვი

სოუსისთვის:

  • 75 მლ ( 5 ს.კ. ) ზეითუნის ზეთი
  • 3 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
  • 1 ს.კ. სოიის საწებელი
  • 1 წითელი წიწაკა
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. ღია ფერის თაფლი

მომზადების წესი: 

  1. ელექტროღუმელი წინასწარ გაახურეთ 220 გრადუსზე.
  2. მუქნარინჯისფერი გოგრის 2,5 სმ-იანი კუბები თუნუქის ფურცელზე ან ცეცხლგამძლე ლანგარზე მოათავსეთ, მოასხით 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, შეაზავეთ მარილითა და პილპილით. შეწვით 20 წუთი, დარბილებამდე ხის კოვზით ფრთხილად მოურიეთ, რომ არ ჩაიშალოს.
  3. ოსპის მარცვლები საშუალო ზომის ქვაბში ჩაყარეთ, 1/2 ჩ.კ. მარილი მოაყარეთ, წყლით დაფარეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ. დაუწიეთ  და დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ. ნუ გადახარშავთ.
  4. გადაწურეთ.
  5. სოუსი: ზეითუნის ზეთი, ძმარი ბალზამიკო, სოიის საწებელი, თაფლი, წვრილად  დაჭრილი წიწაკა და ნიორი მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ.
  6. ინდაუ მომცრო ჯამში გადაიტანეთ, ოსპი მოაყარეთ და გოგრის ნაჭრები დაადეთ, მოასხით სოუსი, მოაყარეთ ქუნჯუთის თესლი და მწვანე ხახვი. მიიტანეთ სუფრაზე.

ინდაუ – ბალახოვანი მცენარეა. მის ფოთლებს გამოიყენებენ სალათად, თესლს – მდოგვის სუროგატად. აქვს სამკურნალო თვისებები. ფართოდაა გავრცელებული საქართველოშიც.