სამეფო უხას საოცარი რეცეპტი

2949

სამეფო უხა – კლასიკური რუსული კერძია, რომელმაც დროის სვლასთან ერთად უამრავი ცვლილება განიცადა. კლასიკურ ვარიანტში ყველაფერი ძალიან მარტივია: მამლის ბულიონი, ზუთხის ან ზანდერის ფილე და ბოსტნეული, ამას გარდა აუცილებელ ინგრედიენტად არაყი ითვლებოდა.

ტრადიციის მიხედვით ამ კერძს შიგთავსიან ბლინებთან ერთად მიირთმევდნენ. დღეს ჩვენ საოცარ რეცეპტს გაგიზიარებთ.

ინგრედიენტები

  • კვერცხის ცილა 2 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • პომიდორი 1 ცალი
  • სტაფილო 2 ცალი
  • ხახვი 2 ცალი
  • ქათამი 1 ცალი
  • კარტოფილი 4 ცალი
  • არაყი 50გ
  • მოივა 800გ
  • სუდაკი 500გ
  • კარაქი 2 სუფრის კოვზი
  • კამა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში ქათამი გარეცხეთ გამდინარე წყალში. მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 3ლ ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. როგორც კი ადუღედება წყალი ცეცხლს დაუწიეთ, მოაშორეთ დაგროვებული ქაფი.

2.ბულიონს დაუმატეთ მარილი. ხარშეთ თავსაფრის ქვეშ, სანამ არ მომზადდება ქათამი. მომზადების შემდეგ გადმოიტანეთ ქვაბიდან. მოაშორეთ კანი, შინაგანი ორგანოები, თავი, კუდი და ფარფლები სუდაკს.

3.კარგად გარეცხეთ თევზი. მოივა ან სხვა წვრილი თევზი გამოშიგნეთ, გარეცხეთ და სუდაკის ნაწილებთან ერთად მოათვსეთ ღრმა ჯამში.

4.ბულიონი ადუღეთ 15 წუთი, სანამ არ მომზადდება თევზი. შემდეგ ბულიონი კარგად გამოწურეთ. მოივა შეგიძლიათ გადააგდოთ.

5.სუდაკის ფილე 3სმ ნაჭრებად დაჭერით, მოათავსეთ ბულიონში. უხა წამოადუღეთ და ადუღეთ 15 წუთი, დაამარილეთ გემოვნებით.

6.შემდეგ სუდაკი გადმოიღეთ ბულიონიდან. სტაფილო და ხახვი გაასუფთავეთ, დაჭერით კუბიკებად. ათქვიფეთ 2 ცილა და ბოსტნეულთან ერთად მოათავსეთ ბულიონში.

7.უხა მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთი. შემდეგ ისევ გამოწურეთ, მოაშორეთ ცილა და ბოსტნეული. დარჩენილი სტაფილო, წიწაკა და ხახვი დაჭერით გრძლად, ხოლო პომიდორი – საშუალო ნაწრებად.

8.გაცხელებულ ზეითუნის ზეთში შეწვით ხახვი და სტაფილო. შემდეგ დაუმატეთ პომიდორი და წიწაკა. მოთუშეთ 10 წუთი. კარტოფილი დაჭერით მრგვლად და მოხარშეთ.

9.ავაწყოთ უხა: კარტოფილი, შემწვარი ბოსტნეული და სუდაკის ნაჭრები მოათავსეთ სუფთა ქვაბში. მოასხით ბულიონი. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და არაყი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

10.მაღალ ცეცხლზე წამოადუღეთ, შემდეგ კი გადაიტანეთ ცეცხლიდან. ამოიღეთ დაფნის ფოთოლი. უხას დააფარეთ თავზე და ცოტახანი დაელოდეთ. მოაყარეთ კამა და მიირთვით.

გემრიელად მიირთვით!