თუ ადამიანი ფაფუკი ბისვიტების ცხობას ისწავლის, მაშინ ის ნამდვილი კონდიტერია. ყოველ ჯერზე, როცა ბისკვიტი არ გამოგვდის ძალიან გვაინტერესებს ამის მიზეზი. ზოგჯერ კვერცხი არ არის კარგად ათქვეფილი, ზოგჯერ კი არასტანდარტული ტემპერატურის ინგრედიენტები გვაქვს გამოყენებული.
კარაქის ბისკვიტი
ამ ბისკვიტის მომზადების 4 ხერხი არსებობს, ორი მათგანი იდეალურია ქაფქეიქებისთვის და კექსებისთვის, ხოლო კიდევ ორი ფაფუკი ტორტების შესაქმნელად. დღეს ეს სტატია უმოქმედოდ ჯდომის საშუალებას არ მოგცემთ.
ცომი კექსებისთვის
1.დარბილებულ კარაქს გადაურიეთ შაქარი, შემდეგ დაუმატეთ 1/10 მელანჟი.
2.როცა შაქრის კრისტალები გალღვება, გაცრილი ფქვილი თანდატან უნდა დაუმატოთ კვერცხის მასას. ამ მეთდით მომზადებული ცომი გამოდის ფხვიერი და ამავდროულად მკვრივი კონსესტენციის.
ცომი ქაფქეიქებისთვის
1.ამ ცომის მოსამზადებლად ათქვიფეთ კარაქი და 2/3 შაქარ.
2.სანამ თქვეფთ მასას, თანდათან უნდა დაუმატოთ კვერცხის გული, ხოლო ცილა ხალკე ჯამშ უნდა ათქვიფოთ დარჩენილ ცილასთან ერთად.
3.შემდეგ ცილას უნდა დუმატოთ კარაქი, რომელიც მასაში ფრთხილად უნდა შეიყვანოთ, დაყავით ნაწილებად და თანდათან შეურიეთ ერთმანეთს.
4.ბოლო ეტაპი – დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და ცომი მოზილეთ ნიჩბით.
ცომი ტრტისთვის
1.თუ მაქსიმალურად ფაფუკი ბისკვიტის მომზადება გინდათ, ეს მეთოდი აუცილებლად გამოგადგებათ. კარაქი ათქვიფეთ ფქვილთან ერთად დაახლოებით 7-10 წუთი.
2.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული 2/3 შაქართან და ცილაც ცალკე 1/3 შაქართან ერთად.
3.ფქვილის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ გულის მასა, ხოლო ბოლოს დაუმაეთ ცილა. ამ ყველაფერს მოურიეთ ძალიან ფრთხილად, რათა ცილამ არ დაკარგოს სიფაფუკე.
ცომი ბისკვიტისთვის
1.ქვაბში ატქვიფეთ შაქარი დდა კვერცხი, მოათავსეთ ცეცხლზე. დაბალ ალზე მორევით გაალღვეთ შაქარი. ქვაბი გადმოიანეთ ცეცხლიდან.
2.რამდენიმე ულუფად შეიყვანეთ ფქვილი, კარგად მოურიეთ კვერცხის მასას, ხანდახან დიასახლისები სახამებელს იყენებენ ასეთ შემთხვევაში, რათა ბისკვიტი გამოვიდეს ფაფუკი და ჰაეროვენი.
3.ცომს დაუმატეთ გამღვალი კარაქი.
კარაქის ბისკვიტების მომზადება უმარტივესია, მითუმეტეს, როცა იცით სწორად მომზადების ხერხები. გემრილად მიირთვით!