ჟოლოსა და ქოქოსის ღვეზელი – მჟავისა და ტკბილის იდეალური კომბინაცია

1206

ამ ღვეზლის ფირფიტა ტკბილია, ამიტომ ძალიან უხდება მომჟავო ჟოლო. თუ სუფრასთან თბილს მიიტანთ, თითოეულ ულუფას თითო კოვზი ვანილის ნაყინი დაუმატეთ.

ინგრედიენტები: 

ფირფიტა

  • 375 გ ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქრის პუდრი
  • 200 გ კუბებად დაჭრილი მარილიანი კარაქი
  • 2  მოზრდილი კვერცხის გული
  • 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი

გულსართი

  • 1 ჭიქა ქოქოსის ფანტელი
  • 1/3 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1/3 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 3 სუფრის კოვზი ნაღები
  • 2 მოზრდილი კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 4 ჭიქა ცოცხალი ჟოლო
  • 1 სუფრის კოვზი რძე
  • შაქრის პუდრი ზემოდან მოსაყრელად

მომზადების წესი:

  1. ფქვილი, შაქრის პუდრი და კარაქი კომბაინში შეურიეთ. მასა ფხვიერი  უნდა გახდეს. კვერცხის გულები და წყლის ნახევარი რაოდენობა დაუმატეთ, თუ საჭირო გახდა, ცოტაოდენი  კიდევ დაუმატეთ, ცომი ისე მოზილეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
  2. მოაგუნდავეთ, ცელოფანში შეფუთეთ და 30 წუთით მაცივარში  შედგით.
  3. ოდნავ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე ცომი ორ ნაწილად გაყავით, გააბრტყელეთ 5 მმ-ის სისქეზე.
  4. ცომის ერთი ნაწილი ფორმაში ჩადეთ და გვერდები შემოუსწორეთ. ცომის მეორე ნაწილი თეფშზე მოათავსეთ და ორივე კიდევ 30 წუთით მაცივარში შედგით.
  5. ელექტროღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 4).
  6. ცომის ფორმას ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, ზედ სიმძიმე მოათავსეთ.
  7. აცხვეთ 15 წუთი, ვიდრე ცომი შეყავისფრდება. ფოლგა (ან ქაღალდი) მოხსენით და დროებით გვერდზე გადადგით.
  8. 3/4 ჭიქა (90 გ) ქოქოსი, კარაქი, შაქრის ფხვნილი, ნაღები, 1 კვერცხის გული და ვანილი, საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ. დაუმატეთ ჟოლო და კარგად აურიეთ.
  9. გულსართი კოვზით ჩადეთ ფირფიტაში.
  10. ცომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ და გულსართს დააფარეთ. ზედმეტი ცომი მოაჭერით. ღვეზლის შუაგულში ორი ნასვრეტი გაუკეთეთ, რომ ცხობისას ორთქლი  გამოუვიდეს.
  11. დარჩენილი კვერცხის გული და რძე მცირე ზომის ჯამში ათქვიფეთ და ნამცხვარს ფუნჯით გადაუსვით. ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ქოქოსი.
  12. გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ შეყავისფრდება.
  13. შაქრის პუდრი მოაყარეთ და სუფრასთან თბილი ან ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული მიიტანეთ.