აი რატომ უნდა შეინახოთ დაჭრილი კიტრი საყინულეში

1353
Vegetable ice cubes and fresh cucumbers on grey table

გაყინოთ ბოსტნეული და შემდეგ პიცისტვის გამოიყენოთ – უძველესი მეთოდია საჭმლის სამომავლოდ შენახვის. გაყინვის შემთხვევაში პროდუქტი ინარჩუნებს ყველა სასარგებლო ვიტამინს.

დღეს ჩვენ გთავაზობთ კირის გაყინვას. შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს ცუდი იდეაა, მაგრამ მერწმუნეთ საპირისპიროს დაგიმტკიცებთ. გაყინული კიტრით, თქვენ მთელი წლის განმავლობაში შეძლებთ სალათების და სხვადასხვა სოუსების მომაზდებას.

კიტრის სოუსი

პირველ რიგში მოამზადეთ კიტრი გასაყინად. ამისათვის კარგად გარეცხეთ კიტრი, გათალეთ და ჩხირების მსგავსად დაჭერით.

კიტრი მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში, მჭიდროდ დააფარეთ თავზე და -18 გრადუსზე გაყინეთ. გაითვალისწინეთ, რომ კონტეინერის გარეშე ბოსტნეულის შენახვა არ შეიძლება.

თუ კიტრი სამომავლოდ დაგჭირდებათ, გამოიტანეთ საყინულიდან, დაჭერით საჭირო ზომაზე, მოათსვეთ მაცივარში და დაელოდეთ გალღობას. ასეთი ნელი გალღობის მეთოდით ბოსტნეული მთლიანად შეინარჩუნებს იმ ვიტამინების ნაკრებს, რომელსაც შეიცავს. გადმოწურეთ წყალი და მოამზადეთ სასურველი კერძი.

ინგრედიენტები

  • 30გ კიტრი
  • 1 მოხარშული  კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი ღვინის ან ვაშლის ძმარი
  • 50მლ მცენარეული ან ზეითუნის ზეთი
  • კამა, ოხრახუში ან ნებისმიერი მწვანილი
  • ცოტა მარილი, შაქარი და წიწაკა

მომზადება

1.კვერცხის გულს გადაურიეთ მარილი და შაქარი. დაასხით ძმარი.

2.დაუმატეთ დაჭრილი კიტრი, მწვანილი და კვერცხის გული. სოუსი მზად არის.

ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ კიტრის და არაჟნის სოუსი. ეს იქნება გერმანული სოუსის ვარიაცია, რომელსაც ჰქვია “ცაციკი”.

ინგრედიენტები

  • 50გ კიტრი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი ვაშლის ან ღვინის ძმარი
  • 200მლ არაჟანი
  • 50მლ მცენარეული ან ზეითუნის ზეთი
  • კამა, ოხრახუში, ორეგანო გემოვნებით
  • ცოტა მარლი და წიწაკა

მომზადება

1.წვრილად დაჭერით ნიორი, მას დაუმატეთ ძმარი და არაჟანი. დაუმატეთ კიტრი და მოურიეთ.

2.მიღებულ მასას დაუმატთ ზეთი, მარილი და წიწაკა. მოურიეთ და დაუმატეთ მწვანილი. გემრიელად მიირთვით!

რათქმაუნდა შეგიძლიათ შეცვალოთ პროპორციები. ეს განსაკუთრებით ეხება ძმარს, მარილს და წიწაკას, რადგან, როგორც მოგეხსენებათ ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს. გემრიელად მიირთვით!