ღორის ფილე ღუმელში

986

წვნიანი ღორის ფილე სანელებლებით – მარტივი გზაა სტუმრის გულის მოსაგებად. თუ მას რძეში შეწვავთ, თქვენ ნამდვილად გააოცებთ ყველას. დღეს ჩვენ საოცარ რეცეპტს გაგიზიარებთ, რომლითაც მიიღებთ ძაკუან რბილ და წვნიან ღორის ხორცს.

თავდაპირველად აირჩიეთ ხორცის ნაჭერი, რომელიც სისქეში 5-7სმ უნდა იყოს. გაასუფთავეთ კანისგან, მაგრამ არა ცხიმისგან. ხორცს შემოახვიეთ კულინარიული ძაფი.

ინგრედიენტები

  • ღორის ფილე 1,2კგ
  • რძე 500მლ
  • ფენხელი 2 სუფრის კოვზი
  • წითელი წიწაკა 1 ჩაის კოვზი
  • როზმარინი გემოვნებით
  • ნიორი 6 კბილი
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

1.ღუმელი გაახურეთ 220 გრადუსზე. ამასობაში მოამზადეთ ღორის ხორცი: გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და დანით ზემოთა ცხიმის ფენაზე რომბულად დასერეთ.

2.ხორცს მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ზეთის მეშვეობით (უმჯობესია გამოიყენოთ ზეითუნის) შეაზილეთ ფენხელი, დაჭრილი როზმარინი (საკმარისია ორი ტოტიც) და დაფქული წითლი წიწაკა. ეცადეთ სანელებლები ჩაჭრილ ადგილებს მოხვდეს.

3.ხორცი გამოაცხვეთ ღუმელში 30 წუთი, ის უნდა შეიბრაწოს. ტემპერატურა ჩამოიყვანეთ 160 გრადუსამდე და გამოსაცხობ ფორმაში ისე, რომ მან ხორცის 3/4 დაფაროს ჩაასხით რეძე. რძის აბაზანას დაუმატეთ დარჩენილი როზმარინი, ფენხელის მარცვლები და დაჭყლეტილი ან დაჭრილი ნიორი.

4.ხორცი 160 გრადუსზე 30 წუთი გამოაცხვეთ. შემდეგ გამოიღეთ შეფუთეთ ფოლგით და დაელოდეთ 15 წუთი, რათა სიტხე თანაბრად გადანაწილდეს. მზად არის! შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

რძე ხორცს არბილებს და არ აძლევს გამოშრობის საშუალებას. ამადროულად თქვენ მიიღებთ დაბრაწულ ხორცს და ნაღების სოუსს. გემრიელად მიირთვით!