უმეტესობას, სამსახურში სახლიდან დააქვს საჭმლით სავსე კონტეინერი. ხშირად, ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა სენდვიჩებს, მაგრამ არ ვფიქრობთ მათ ნატურალურობაზე და სასარგებლო თვისებებზე.
კარტოფილის სენდვიჩები – ძალიან მარტივად მოსამზადებელი კერძია, ამავდროულად ძალიან გემრიელიც. მათი სამსახურში წაღება ძალიან კომფორტულია. მის მოსაამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი წლვადი ყველი და ძეხვეული.
ინგრედიენტები
- კარტოფილი 550გ
- ყველი 100გ
- ლორი 100გ
- საფანელი 110გ
- კარაქი 50მლ
- ზეითუნის ზეთი გემოვნებით
- მწიკვი მარილი
- შავი წიწაკა (დაფქული) (მწიკვი)
- როზმარინი (მწიკვი)
მომზადება
1.გაასუფთავეთ და მოხარშეტ კარტოფილი, გააგრილეთ და მოამზადეთ პიურე, დაუმატეთ კარაქი.
2.კარტოფილს მოაყარეთ მარილი და წიწაკა, დაუმატეთ როზმარინი და საფანელი, კარგად მოურიეთ.
3.ყველი და ლორი დაწერით თხელ ფირფიტებად.
4.კარტოფილის პიურე დაალაგეთ ოთხკუთხედად (როგორც პურის ნაჭერი.ზემოდან დაალაგეთ ყველის და ლორის ფირფიტები. სენდვიჩს ზემოდან დააფარეთ კარტოფილის მეორე ფენა და კუთხეები კარგად დააფიქსირეთ.
5.შეწვით ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან. უმჯობესია ტაფა გრილი გამოიყენოთ.
ეს კერძი გრილიც და ცხელიც ძალიან გემრიელია, შეგიძლიათ დაუმატოთ სოკოც. გემრიელად მიირთვით!