მანდარინის ტარტი

1377
mandarin orange tart

ტარტი – ეს ღია ფრანგული ნამცხვარია ფენოვანი ცომისგან. მაგრამ მისი მომზადება სხვა სახის ცომისგანაც შეგიძლიათ.

მანდარინის ნამცხვარი

ეს რეცეპტი ძალიან გაათბობს ზამტრის ცივ დღეებს, რადგან სწორედ მაშინ როცა გარეც ცივა ყველას სიამოვნებს ცხელი ნამცხვრის დაგემოვენბა. მაგამ სამწუხაროდ ზამტარში კარგი ხარისხის ხილის პოვნა რთულია.

ციტრუსები ასეთ სიტუაციაში ნამდვილად კარგი გამოსავალია, რადგან იაფიცაა და ხელმისაწვდომიც. ამ დესერტისთვის აუცილებლად ტკბილი მანდარინი გამოიყენეთ.

ინგრედიენტები

  • 100გ კარაქი
  • 2 კვერცხის გული
  • 130გ ფქვილი
  • 30გ ნუში
  • 125გ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 20მლ წყალი
  • 250გ რიკოტა ან 300გ ხაჭო
  • 25გ სიმინდის სახამებელი
  • 2 დიდი კვერცხი
  • 350გ მანდარინი
  • 1 შეკვრა ჟელე

მომზადება

1.პირველ რიგში უნდა მოამზადოთ ცომის ფორმა, რაშიც შემდეგ ჩაასხამტ შიგთავსს. ამისათვის დაფქულ ნუშს დაუმატეთ კარაქი, ფქვილი, მარილი და შაქარი.

2.მშრალი ინგრედიენტები ხელით დაამუშავეთ, რის შემდეგაც დაუმატეთ 2 კვერცხის გული. დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და მოზილეთ მკვრივი ცომი.

3.ცომი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ ზეთით დამუშავებულ ფორმაში, კუთხეები ლამაზად ამოიყავნეთ.

4.დროა მოამზადოთ შიგთავსი. ხაჭოს დაუმატეთ ცოტა შაქარი თქვენი გემოვნებით და 2 კვერცხი.

5.კარგად მოურიეთ შიგთავსს და მოათავსეთ ცომზე. არ დაგავიწყდეთ ცომის დაჩხვლეტა რამდენიმე ადგილას.

6.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.

7.ამავდროულად გაასუფთავეთ მანდარინი, ხოლო ჟელე მოამზადეთ ინსტრუქციის მიხედვით.

8.დაელოდეთ ნამცხვრის გაგრილებას, ზემოდან დაალაგეთ მანდარინი და მოასხით ჟელე.

9.დაელოდეთ ჟელეს გაგრილებას და მიირთვით ჩაისთან ერთად.

თქვენ უკვე იცით მანდარინის ნამცხვრის მომზადება, რომელიც აუცილებლად აგიმაღლებთ განწყობას. ნამცხვრის ცხობისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხილი.

გემრიელად მიირთვით!