ქათმის უგემრიელესი კატლეტები. ჩემი შვილები ხშირად მთხოვენ მის მომზადებას.

1561
Traditional Kiev cutlet

“ქალბატონო ხელზე უნდა გეამბორო” – ამ სიტყვბს მეუბნება ჩემი მამამთილი სადღესასწაულო მაგიდასთან დასხდომისას. შიგთავსიანი კატლეტების მომზადება უმარტივესია და არ საჭიროებს დიდ დროს. ორ წამში ქრებიან მაგიდიდან. ჩემს ოჯახს ძალიან უყვარს ამ რეცეპტის მიხედვით მომზადებული კატლეტი, ბავშვები ხშირად მთხოვენ მის მომზადებას.

როგორც ყოველთვის, ჩვენი რედაქცია გიზიარებთ საოცარ რეცეპტებს, რომლებიც ძალიან მოსწონთ თქვენს სტუმრებს და ოჯახის წევრებს. დამიჯერეთ, ჩვენ დაგეხმარებით ყველას გაოცებაში. ამიტომ მოამზადეთ ეს საოცარი კერძი და თავად დარწმუნდით ამაში.

კატლეტები შიგთავსით

ინგრედიენტები

  • 1კგ ქათმის ფარში
  • 1 ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი
  • 5 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 200გ კარაქი
  • 100გ ყველი
  • 300მლ მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • გამაფხვიერებელი
  • 2 ჩაის კოვზი სუნელები
  • 1 კონა კამა

მომზადება

1.თუ თქვენ უკვე მზა ფარში გაქვთ, მაშინ ეს პუნქტი შეგიძლიათ გამოტოვოთ. და თუ არა, მაშინ მოგიწევთ შრომა, კერძოთ ხორცსაკეპში მისი გამოტარება. ქათმის ფილესთან ერთად შეგიძლიათ გამოატაროთ ხახვი, მარილი და წიწაკა.

2.კარაქი დაჭერით გრძლად და შინახეთ საყინულეში, რათა არ დარბილდეს. წვრილად გახეხეთ ყველი, კამა დააქუცმაცეთ.

3.კლიარი მზადდება ასე: ორ კვერცხს დაუმატეთ ორი კოვზი ლიმონის წვენი, ჩაის კოვზი მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი პაპრიკა, კურკუმა და მშრალი ნიორი. მოურიეთ, შემდეგ დაუმატეთ 2 კოვზი ხორბლის და სიმინდის ფქვილი, მწიკვი გამაფხვიერებელი და მეოთხედი ჭიქა წყალი. დარჩენილი ხორბლის ფქვილი კატლეტების ამოსავლებად დაგჭირდებათ.

4.კატლეტების მოსამზადებლად თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ საკვებისთვის განკუთვნილი პაკეტი. ასზე მოათავსეთ ფარშის ნაწილი და გააბრტყელეთ. აიღეთ კარაქის ნაჭერი და ამოავლეთ ან კამაშ ანაც ყველში, შემეგ მოათავსეთ ფარშის შუაგულში და კარგად შეკარით. კარგად ამოავლეთ კლიარშ და ფქვილში, მოათავსეთ ცხელ ტაფაზე.

5.კატლეტები შეწვით ორივე მხრიდან.

ძალიან გემრიელი გამოდის ქათმის კატლეტები შიგთავსით – ძალიან ეფექტურია შუაზე გახლეჩისას გადმომდინარი სითხე. ჩვენი რჩევა, მშიერმა ეს კერძი არ მოამზადოთ, თორემ დამიჯერეთ მტელს ოჯახს მშიერს დატოვებთ. გემრიელად მიირთვით!