კრაბის ჩხირები უამრავი შიგთავსით

2379

კრაბის ჩხირები – ეს არის სწრაფი კვების ერთ-ერთი პროდუქტი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება უამრავი კერძის მომზადდება.

თუ ამ ინგრედიენტს სხვადასხვა პროდუქტს დაუმატებთ და გაამლავარფეროვნებთ მერწმუნეთ, შედეგით ნამდვილად კმაყოფილები დარჩებით.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ რეცეპტების კრებულს კრაბის ჩხირებისთვის. კლიარში, ყველით, სოკოთი, სარდინებით, კვერცხით . . . ჩამოთვლილთაგან ყველა ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება.

ფარშირებული კრაბის ჩხირები

ყველისა და კვერცხის შიგთავსით

ინგრედიენტები

  • 150გ ყველი
  • 2 კვერცხი
  • 2 კბილი ნიორი
  • 200გ კრაბის ჩხირები
  • მარილი, წიწაკა და მაიონეზი გემოვნებით

მომზადება

1.წვრილად გახეხეთ ყველი. ცალ-ცალკე გახეხეთ მოხარშული კვერცხის გული და ცილა.

2.ჯამში მოათავსეთ ყველი, დაუმატეთ ცილა, მაიონეზი და ნიორი.

3.მიღებული მასით ამოავსეთ კრაბის ჩხირები. კრაბის ჩხირების მარტივად გასაშლელად, მოათვსეთ 1 წუთი ცხელ წყალში.

4.რულეტის ბოლოები ამოავლეთ მაიონეზში და მოაყარეთ გახეხილი გული.

5.ჩხირები ლამაზად მოათავსეთ თეფშზე.

6.გემრიელად მიირთვით!

თუ მაღაზიაში ნაყიდ კრაბის ჩხირებს არ ენდობით, მაშინ მოამზადეთ თავად და იყავით დარწმუნებულები ხარისხში.

კრაბის ჩხირები კონსერვირებული სარდინებით

ინგრედიენტები

  • 130გ კონსერვირებული სარდინები ზეთში
  • 1 ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 100გ კრაბის ჩხირები
  • 0,5 კიტრი
  • 0,5 ლიმონი
  • მაიონეზი
  • მწვანილი და 50გ ყველი დეკორისთვის

მომზადება

1.დაჭერით ხახვი წვრილად, დაასხით ლიმონის წვენი.

2.წვრილად გახეხეთ კვერცხი.

3.ჩანგლით დაჭყიტეთ სარდინები.

4.ყველა ინგრედიენტს თავი მოუყარეთ ჯამში და მოასხით მაიონეზი, მოურიეთ.

5.წვრილად გახეხეთ ყველი, დაჭერით მწვანილი, გრძლად დაჭერით კიტრი.

6.გახსენით კრაბის ჩხირები, წაუსვით მზა შიგთავსი, თითოეულში მოათავსეთ კიტრი და დაახვიეთ რულეტისებურად.

7.მზა რულეტები გაჭერით შუაზე.

8.მოაყარეთ ტველი და მწვანილი.

9.გემრიელად მიირთვით!

კრაბის ჩხირები კლიარში

ინგრედიენტები

  • 3 შეკვრა კრაბის ჩხირები
  • 250გ ფქვილი
  • 250მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 100გ ყველი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

1.ფარშირებული კრაბის ჩხირები კლიარში მზადდება ყველის შიგთავსით. ის კერძის ძალიან წვნიანს ხდის. ყველი დაჭერით გრძლად და ფრთხილად გაშალეთ კრაბის ჩხირები.

2.გახსნილ კრაბის ჩხირში მოათსვეთ ყველი და დაახვიეთ რულეტისებურად.

3.ფქვილს დაუმატეთ კვერცხი, მარილი და წიწაკა. კლიარი არაჟნის კონსესტენციის მსგავსი უნდა გამოგივიდეთ.

4.ჩხირები ამოავლეთ კლიარში და ორივე მხრიდან შეწვით. თეფშზე კიტრთან და ხახვის ჩხირებთან ერთად მოათვსეთ.

სოკოთი და მდნარი ყველით

ინგრედიენტები

  • 1 შეკვრა კრაბის ჩხირები
  • 2-3 ქამასოკო
  • 1 ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 20გ რბილი მდნარი ყველი
  • 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გადაშალეთ კრაბის ჩხირები. თუ ცხელ წყალში ჩაალბობთ, მაშინ უფრო გაგიმარტივდებათ მათი გაშლა.

2.კუბიკებად დაჭერით ხახვი, ქამასოკო და ხახვი შეწვით.

3.წვრილად დაჭერით სოკო და კვერცხის გული. დაუმატეთ მდნარი ყველი, მარილი და წიწაკა, მოურიეთ.

4.კრაბის ჩხირებს წაუსვით მიღებული შიგთავსი და დაახვიეთ რულეტისებურად.

5.მზა კრაბის ჩხირები გაჭერით ორად.

6.გემრიელად მიირთვით!