ბისკვიტისებური ტორტი არაჟნით

1094

თუ დიდი გამოცდილება არ გაქვთ კულინარიაში, მაგრამ ძალიან გიყვართ ტკბილეული, მაშინ ამუცილრბლად უნდა მოამზადოთ ეს ტორტი. მე თქვენ არ გთავაზობთ კლასიკურ რეცეოტს, არამედ გთავაზობთ ძალიან განსხვავებულს. ამ მეთოდით მომზადებული ბისკვიტი გამოდის ძალიან რბილი, ის ძალიან უხდება არაჟნის კრემს.

შიგთავსისთვის გამოიყენეთ ნებისმიერი სახეობის კენკრა (მოცვი, ალუბალი და ჟოლო). რეცეპტი ძალიან მარტივია, ამიტომაც თუ არ ხართ გამოცდილი კულინარი, მერწმუნეთ თქვენც გაგიადვილდებათ.

ბისკვიტის ტორტი არაჟნის კრემი

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ საოცარ ტორტს არაჟნის კრემით. გამოდის ზღაპრული და კრემის დამსახურებით ძალიან ფაფუკი. კენკრა ტორტს საოცარ არომატს მატებს.

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 4 ცილა
  • 2 გული
  • 130გ ფქვილი
  • 115გ შაქარი
  • 90მლ რძე
  • 65მლ მცენარეული ზეთი
  • 1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1გ ვანილი
  • 0,5 ჩაის კოვზი ლიმონის ქერქი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 500გ არაჟანი
  • 100გ შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი მყისი ჟელატინი
  • 5 სუფრის კოვზი წყალი
  • 300გ კენკრა

 

მომზადება

1.ბისკვიტისთვის საჭირო ინგრედიენტები თავიდანვე აწონეთ. ფქვილი, 80გ შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი გაცერით 3 ჯერ. გული, თბილი რძე, ვანილი და ლიმონის ცედრა ათქვიფეთ მიქსერით (დიდი სიჭქარით) თეთრი ქაფის მიღებამდე.

2.შეაერთეთ ფქვილის და გულის მასა, მოურიეთ, ნიჩბით რთგვაროვანი მასის მიღებამდე. ათქვიფეთ ცილა 20გ შაქართან ერთად. დაუმატეთ 1/4 ნაწილი ცილა შეურიეთ გულისა და ზეთის მასას, მოურიეთ ხელის ვემოდან ზემოთ მოძრაობით.

დაუმატეთ დარჩენილი ცილა და მოურიეთ მსგავსი მეთოდით, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

3.ცომი ჩაახით ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი. მზა ბისკვიტი გააგრილეთ ფორმიდან ამოუღებლად.

დანის მეშვეობით ბისკვიტის კუთხეები მოაშორეთ ფირფიტის კედლებს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმას არ სჭირდება არანაერი დამუშავება.

4.გამომცხვარ კორჟი გაჭერით შუაზე.

5.ცალკე ჯამში არაჟანს დაუმატეთ შაქარი (შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქრის ფხცნილიც). ხელის სათქვეფის მეშვეობით კარგად მოურიეთ.

6.ჟელატინი გახსენით თბილ წყალში, მის სრულ გალღვობამდე. დაელოდეთ მის გაგრილებას. ჟელატინის მასა დაუმატეთ არაჟნისას. კარგად მოურიეთ.

7.შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კენკრა. გაყინულის შემთხვევაში აუცილებლად გაალღვეთ. თუ კენკრა მჟავეა მოაყარეთ შაქარი.

8.ტორტის ასაწყობად კორჟი მოათავსეთ ფართო თეფშზე. წაუსვით არაჟნის კრემი და ზემოდან მოაყარეთ კენკრა. ზემოდან მოათავსეთ მეორე კორჟი და მასაც წაუსვით კრემი.

სუფრის კოვზის დახმარებით ტორტის გვერდებიც გაალამაზეთ კრემით. ზემოდან შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადი და მოაყაროთ კენკრა. გემრიელად მიირთვით!

მირთმევამდე ტორტი მოათსვეთ 2-3 საათი მაცივარში, რათა კარგად შეიწოვოს კრემი. ეს დესერტი გამოდის საოცრად გემრიელი და ნაზი. მჟავე კენკრის და ტკბილი კრემის დუეტი მე მაოცებს. გასინჯეთ და დარწმუნდით!