ვაშლის ტარტი – სადღესასწაულო დღის ნამდვილი მშვენება

1388

ვაშლის ცხობილები არ კარგავენ პოპულარობას: დაწყებული ვაშლის ღვეზელით და დამთავრებული ფაფუკი შარლოტით. თუ დღესასწაულის მოწყობა გინდათ, ვაშლის ტარტი ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

მომჟავო – მოტკბო ვაშლის შიგთავსი გხვიერ ცომში, უკვე მადისაღმძვრელად ჟღერს ჰო? მაგრამ ეს დასასრული არ არის, რადგან ამ დესერტს ზემოდან ესხმევა შოკოლადის და ნაღებსი კრემი მართლაც საოცრად ჟღერს. მოამზადეთ და დატკბით მისი დაუვიწყარი გემოთი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 105გ
  • კარაქი 82გ
  • შაქრის ფხვნილი 112გ
  • ნუშის ფქვილი 3-4 სუფრის კოვზი
  • ვაშლი 2 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • დარიჩინი (მწიკვი)
  • ნაღები 250მლ
  • თეთრი შოკოლადი 75გ
  • ჟელატინი 2,5გ
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.ტარტის მომზადებამდე ერთი დღით ადრე მზადდება კრემი. ამისათვის ჟელატინს დაასხით 50მლ ცხიმიანი ნაღბი.

2.აადუღეთ 200მლ ნაღები და დაუმატეთ შოკოლადი. კარგად მოურიეთ.

3.ჟელატინი გააცხელეთ და გაალღვეთ. ჩაასხით შოკოლადი სმასა, მოურიეთ და მაცივარში შეინახეთ 12 საათით.

4.ფქვილს დაუმატეთ 62გ კარაქი, რომელიც უნდა იყოს დაჭრილი კუბიკებად. დაუმატეთ კვერცხი, 42გ შაქრის ფხვნილი და 15გ ნუშის ფქვილი.

5.მოზილეთ ცომი, დაამრგვალეთ, მოათავსეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარშ 2 საათით.

6.აიღეთ 18სმ დიამეტრის მქონე ფორმა და დაამუშავეთ ზეთით. ჩაასხით ცომი, მოასწორეთ და ამოიყვანეთ გვერდები. ძირი დაჩხვლიტეთ ჩანგლით.

7.დააფარეთ ქაღალდი და მოაყარეთ მშრალი ბარდა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 50 წუთი. დროის გასვლიშ შემდეგ, მოაშორეთ ბარდა და დაელოდეთ მის სრულ გაგრილებას.

8.ვაშლი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად. დაჭრილ ვაშლს დაუმატეთ 70 შაქრის ფხვნილი და დარიჩინი. შეწვით 20გ კარაქში 5 წუთის განმავლობაში.

9.კარგად ათქვიფეთ კრემი. ტარტის ძირს მოაყარეთ დარჩენილი ნუშის ფქვილი. მოათავსეთ ვაშლი და დაელოდეთ გაგრილებას.

10.ზემოდან მოასხით კრემი, კარგად მოასწორეთ და მაცივარში შეინახეთ 1,5 საათით. თქვენი გემოვნებით გააფორმეთ ტარტი.

ერთი შეხედვით ამ ტარტის რეცეპტი ცოტა რთულად მოგეჩვენებათ. მას სჭირდება დიდი დრო და წინასწარ შემზადება. მაგრამ ამ დესერტის მთავარი დადებითი მხარე ის არის, რომ მისი გაფუჭება უბრალოდ შეუძლებალია. ამ ძალისხმევას აუცილებლად დაგიფასებთ მიღებული გემო.