მარმელადი სახლის პირობებში

2452

სახლში მომზადებული დესერტი – ყველა ქალის ონებაა, მისი ოჯახის გაოცება თავისივე კულინარიული შესაძლებლობებით. რაც მთავარია გემრიელი და გასაოცარი კერძების მოსამზადებლად, ხშირად სულაც არ არის საჭირო გამოცდილება და დიდი დრო.

მარმელადი – ეს არის კერძი, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და ამავდროულად ძალაინ სწრაფად მზადდება. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ, კენკრის მარმელადის მომზადების რეცეპტს, ამ კერძში ჟელატინს ჩაანაცვლებს მეტად სასარგებლო ინგრედიენტი – აგარ-აგარი. ეს საოცარი ინგრედიენტი შეიცავ ორგანიზმისთვის ძალიან საჭირო რკინას, ცილას და იოდს. ამიტომაც გირჩევთ ნებისმიერ შემთხვევაში ჟელატინი ჩაანაცვლოთ აგარ-აგარით.

ინგრედიენტები

  • ჟოლო 300გ
  • წყალი 300მლ
  • აგარ-აგარი 7გ
  • შაქარი 150გ

მომზადება

1.ქვაბში ჩაასხით თახის ტემპერატურის წყალი, დაუმატეთ აგარ-აგარი, მოურიეთ და ცოტახნით გვერდზე გადადეთ. აგარ-აგარი უნდა ამოფუვდეს.

2.კარგად ათქვიფეთ ჟოლო. თუ თქვენ აირჩიეთ გაყინული კენკრა, მაშინ გამოყენებამდე ის აუცილებლად გაალღვთ, ხოლო თუ უხეში წერქის მქონე კენკრა აირჩიეთ, მაშინ წვრილ სახეხში გახეხეთ.

3.ჟოლოს დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ.

4.დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ აფუებული აგარ-აგარი, განუწყვეტლივ ურიეთ. აადუღეთ 2 წუთის განნმავლობაშ და დაუმატეთ დაშაქრებული ჟოლო.

5.კიდევ რამდენიმე წუთი აადუღეთ მასა, არ შეწყვიტოთ მორევა. ამის შემდეგ მასა გადაიტანეთ ცეცხლიდან და 2 წუთით გააჩერეთ, ხანდახან მოურიეთ, რათა მასა გახდეს მეტად ერთგვაროვანი.

6.აიღეთ თქვენთვის სასურველი ფორმა, ამოფინეთ ქაღალდით. სილიკონის ფორმის გამოყენების შემთხვევაში ქარალდი აღარ დაგჭირდებათ. ფორმაში ჩაასხით მზა მასა და დატოვეთ ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად, შემდეგ სრულ გაგრილებამდე მოათავსეთ მაცივარში.

7.მარმელადი გადმოიღეთ ფორმიდან და დაჭერით კუბიკებად. შეგიძლიათ ასევე დატოვოთ ან ამოავლოთ ქოქოსში ან შაქარში.

შეგიძლიათ მარმელადი ტკბილეულის ფორმებში ჩაასხათ. ეს განსხვავებული და ლამაზი კერძი, ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო მაგიდას!