ეს უგემრიელესი კერძია, ვეგეტარიანელებს აუცილებლად მოეწონებათ და შეუყვარდებათ.
ტოფუ – სოიის პროდუქტია. უწოდებენ, “სოიის ხაჭოსაც”. ამზადებენ სოიის რძისგან. აქვს ნატურალური გემო.
მოდით, ერთად მოვამზადოთ ეს უგემრიელესი ომლეტი.
დაგვჭირდება:
ბოსტნეულისთვის:
- 1 ს.კ. წყალი
- 2 ს.კ. სოიის საწებელი
- 1 ჩ.კ. სახამებელი
- 1 ჩ.კ. თეთრი ღვინო
- 120 გ ტოფუ
- 75 მლ (5 ს.კ.) მიწის თხილის ზეთი
- 60 გ მშრალი მინის ატრია
- 50 გ ხახვი
- 100 გ ქორფა ისპანახი
- 6 მწვანე ხახვი
- 250 მლ (1 ჭ) ბოსტნეულის ბულიონი
- 3/4 ჩ.კ. მარილი
- 100 გ (2 ჭ) ლობიოს ღივები
ომლეტისთვის:
- 3 კვერცხი
- 1 ს.კ. წყალი
- 1 ჩ.კ. სახამებელი
- 2 ს.კ. მიწის თხილის ზეთი
მომზადების წესი:
- ბოსტნეული: წყალი, 1 ს.კ. სოიის სახამებელი, სახამებელი და თეთრი ღვინო დიდ ჯამში შეურიეთ. ტოფუს კუბები მარინადში კარგად ამოავლეთ და 10 წთ დატოვეთ.
- დაუმატეთ 1 ს.კ. ზეთი. თბილ წყალში 10 წთ დამბალი და გადაწურული ატრია დატეხეთ.
- დაჭერით ხახვი და ისპანახი.
- დიდ ვოკში 3 ს.კ. ზეთი გააცხელეთ. ტოფუს კუბები 3 წთ შეწვით, განუწყვეტლივ ურიეთ. გადაიღეთ.
- იმავე ზეთში ხახვი და ისპანახი ოდნავ მოთუთქეთ. ისინიც გადაიღეთ.
- 1 ს.კ. ზეთი დაუმატეთ და ახლა მწვანე ხახვი მოშუშეთ. დაუმატეთ ბრინჯის ატრია, ბოსტნეულის ბულიონი, დარჩენილი 1 ს.კ. სოიის საწებელი მოცულობაში მოიკლებს. შემდეგ ლობიოს ღივები დაუმატეთ. შუშეთ კიდევ 3 წთ და ტოფუიანი მასა შეურიეთ.
- ომლეტი: კვერცხს წყალი, სახამებელი და მარილი დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ.
- ზეთი დიდ ტაფაში გააცხელეთ. შეწვით ომლეტი.
- გადაიტანეთ ლანგარზე და ზედ ბოსტნეული დაალაგეთ. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.