ჩემმა მეგობარმა, რომელიც უკვე 15 წელია გერმანიაშ ცხოვრობს, მასწავლა ნამდვილი საახალწლო კექსის გამოცხობა. მტელს სახლში დატრიალებული არომატი გაგაოცებთ. ეს ყველაფერი მანარინის და მისი ქერქის დამსახურებაა.
ამ დესერტს ცომიც კი საუცხოოო აქვს. შიგტავსში, მანდარინის გარდა შეხვდებით გამომშრალ ხილს (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქიშმიშით) ან ცუკატებს. ეს დესერტი მზადდება ძალაიან სწრაფად და მარტივად.
საახალწლო კექსი
დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უგემრიელესი დესერტის “საახალწლო მანდარინი” რეცეპტს. ის გამოდის ფერადი, ნაზი და რბილი ციტრუსის არომატით გაჯერებული, ის ხილის გემოთი განიშნებთ დღესასწაულის დადგომის შესახებ.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 150გ კარაქი
- 125გ შაქარი
- 3 კვერცხი
- 125გ ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 2 ცალი მანდარინი
- 150გ გამომშრალი ხილი
- 1 მანდარინის ქერქი
- 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი
- 20გ კარაქი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
ინგრედიენტები დეკორისთვის
- 80გ შაქრის ფხვნილი
- 1 სუფრის კოვზი წვრილი შაქარი
- 1 მანდარინი
- ლიმონს ქერქი
- 2-3 ღერი როზმარინი
მომზადება
1.გაასუფთავეთ და გაარჩიეთ მანდარინი. დატოვეთ ერთი საათით, რათა მათი გარეკანი გამოშრეს.
2.გამომშრალი ხილი მოათავსეთ პატარა სასალათეში და 30 წუთით დაასხით ფორთოხლის ლიქიორი.
3.ცომის მოსამზადებლად დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მათ ამოფუებამდე. შემდეგ თითო-თითოდ დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ მიქსერით.
4.ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით, დაუმატეთ თხელ მასა. მოზილეთ ცომი.
5.ტაფაზე მოატავსეთ ცოტა კარაქი და გააცხელეთ, დაუმატეთ შაქარი. ცეცხლზე დატოვეთ შაქარის გალღვობამდე. ის დაახლოებით 5 წუთში გალღვება.
ცხელ ტაფაზე მოათავსეთ მანდარინი და ორივე მხრიდან შეწვით. გადმოიტანეთ თეფშზე.
6.ამავე ტაფაზე მოათავსეთ ლიქიორში დარბილებული გამომშრალი ხილი. გააცხელეთ მანამ, სანამ არ აორთქლდება ალკოჰოლი. ხილი გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში და გააგრილეთ.
7.გახეხეთ 1 მანდარინის ქერქი, დაუმატეთ ცომს. მანდვე ჩაყარეთ გამომშრალი ხილი. ფრთხილად მოურიეთ.
8.მართკუთხა გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ ზეთით, ჩაასხით ნახევარი ცომი. პირველ ფენა ცომს თავზე დაალაგეთ კარამელიზირებული მანდარინები, შემდეგ მოასხით ცომის მეორე ფენა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 50 წუთი. მზადება აკონტროლეთ ხის წკირით.
9.მზა კექსი გააგრილეთ და მორთეთ შაქრის ფხვნილით, წვრილი შაქრით, ლიმონის ქერქით, მანდარინით და ქოზმარინით.
დღესასწაულებზე აუცილებლად უნდა მოამზადოთ ეს კექსი. ის თქვენ გაჩუქებთ კარგ განწყობას და რათქმაუნდა მოეწონება ბავშვებს. მისი არომატი უბრალოდ მოგხიბლავთ.