როგორ მოვამზადოთ ღვეზელი ვაშლისა და ყაყაჩოს თესლის შიგთავსით

803

ვაშლის ღვეზელის უამრავი რეცეპტი არსებობს. მაგრამ ჩვენ დღეს გვსურს რაღაც უჩვეულო და განსაკუთრებული გიჩვენოთ. ასეთი ღვეზელი თქვენ ნამდვილად არ გაგისინჯავთ!

ღვეზელი ვაშლით

მართალია ეს რეცეპტი ფართოდ გავრცელებული არ არის, მაგრამ ყაყაჩოს თესლის მოყვარულებს იგი აუცილებლად მოეწონებათ.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 5 ც კვერცხი
  • 250 გრ კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 200 გრ გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 2 კგ ვაშლი
  • 1 ჭიქა ყაყაჩოს თესლი
  • 1 შეფუთვა მშრალი კისელი
  • 1 ც კვერცხი
  • 200 გრ შაქარი

მომზადების წესი

1. თავდაპირველად მოამზადეთ ცომი. კვერცხის გული ათქვიფეთ კარაქთან, არაჟანთან და შაქართან ერთად. გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და არაჟნისა და კარაქის ნაზავს დაუმატეთ. მოზილეთ ცომი და გაყავით 2 ნაწილად. ერთი ნაჭერი მეორეზე ოდნავ დიდი უნდა იყოს.

2. ცომის დიდი ნაჭერი მაცივარში შეინახეთ, პატარა კი-საყინულეში.

3. გარეცხეთ ვაშლი და დაჭერით 4 ნაწილად.

4. შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის ცილა, შაქარი და მშრალი კისელი.

5. დააბლენდერეთ ყაყაჩოს თესლი და დაუმატეთ 1 ც კვერცხი და ცოტაოდენი შაქარი.

6. ცომის დიდი ნაჭერი კარგად გაიყვანეთ და საცხობ ფორმაში მოათავსეთ. ვაშლის ნაჭრებს წაუსვით ყაყაჩოს თესლისა და კვერცხის ნაზავი და ცომზე დაალაგეთ. ზემოდან ათქვეფილი კვერცხის ცილა გადაანაწილეთ. ცომის მეორე ნაჭერი მსხვილად დახეხეთ და მზა ღვეზელს ზემოდან მოაყარეთ.

7. მოათავსეთ ღვეზელი 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 50 წუთის განმავლობაში. საცხობი ფორმიდან ამოღებამდე ღვეზელი კარგად გააცივეთ.

გემრიელად მიირთვით!

ვაშლის ნამცვლად ღვეზელში შეგიძლიათ მსხალი გამოიყენოთ, ასე დესერტი გაცილებით არომატული იქნება.