უგემრიელესი სუპი პელმენებით

2724

პელმენი – რუსეთის ტრადიციული კერძია. ვინაიდან სლავური ხალხების და მათი მეზობლების კულინარიული ტრადიციები მჭიდროდ არის გადახლართული, ამ კერძს თქვენ არა ერთ სამზარეულოში შეხვდებით. ხშირად ისინი განსხვავდებიან შიგთავსით. ხორცის მაგივრად პელმენებში შეიძლება შეგხვდეთ თევზი, კომბოსტო და სოკო. მაგრამ ამ ქმნილების ფორმა ყველა სამზარეულოში სტანდარტულია.

თქვენთან არვიცი, მაგრამ ჩემს მაცივარში ყოველთვის მოიძებნება წვნიანი პელმენების შეკვრა. ამ მარაგს მე ხშირად ვავსებ, რადგან მათ ვიყენებ სხვადასხვა კერძებში. ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი კერძი!

ინგრედიენტები

  • წყალი 2,5ლ
  • პელმენი 250გ
  • კარტოფილი 150გ
  • სტაფილო 100გ
  • ხახვი 80გ
  • ბულგარული წიწაკა 70გ
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში 20გ
  • მარილი გემოვნაბით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით საშუალო ნაჭრებად. ხახვი სტაფილო და წიწაკა გასუთავების შემდეგ დაჭერით კუბიკებად. თუ არ გაქვთ ახალი ბულგარული წიწაკა შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული.

2.ადუღებულ მარილიან წყალში ჩაყარეთ კარტოფილი. საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ 5-7 წუთი. ამასობაშ სტაფილო, ხახვი და წიწაკა შეწვით ტაფაზე ზეთში.

3.ეს მასა მომზადდება დაახლოებით 4-5 წუთში. მაშინ დაუმატეთ კარტოფილს და წამოადუღეთ. შემდეგ დაუმატეთ გაყინული პელმენი და ხარშეთ დამატებით 7 წუთი დაბალ ცეცხლზე. აუცილებლად უწყვეტლივ ურიეთ.

4.ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და შავი წიწაკა. გამორთეთ ცეცხლი, სუფს დააფარეთ თავზე და დაელოდეთ 10-15 წუთი.

ეს მართლაც, რომ მარტივი კერძია, რომელიც აუცილებად დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრას. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სულ, რაღაც 1 საათი, მაგრამ მერწმუნეთ არ ინანებთ.