სალათი კარტოფილითა და სოკოთი

1456

თბილი სალათები ზამთრის კერძებად ითვლებიან, თუმცა მათი სეზონებს შორის მომზადებისთვის არავინ გაგკიცხავთ. განსაკუთრებით თუ სალათის ინგრედიენტები საკმაოდ მარტივი და იაფია, მომზადება კი დიდ დროსა და რთულ მანიპულაციებს არ ითხოვს. გარდა ამისა ეს სალათები არამარტო ყოველდღიურ, არამედ საზეიმო სუფრაზეც კარგად გამოიყურებიან.

ყველაზე ხშირად თბილი სალათები ხორცით მზადდება, თუმცა ბოსტნეულითაც გემრიელი გამოდის. ამ სტატიაში წარმოდგენილი კერძი შამპინიონებითა და ყველით მზადდება, გემო კი დაუვიწყარი აქვს.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 400გ
  • ბეკონი 150გ
  • ფრანგული მდოგვი 1 ჩაის კოვზი
  • რუკოლა (არაგულა) 100 გრამი
  • ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • წითელივი 1 ცალი
  • შამპინიონი 300 გრამი
  • წითელი ღვინის ძმარი 1 სუფრის კოვზი
  • ყველი “გორგონზოლა” 150 გრამი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პატარა კარტოფილი კარგად გარეცხეთ და დაჭერით ოთხად. დაალაგეთ ჟარუნაზე ბოსტნეული, მიასხურეთ სუფრის კოვზი ზეთი და მოაყარეთ მარილი. გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში – 220 გრადუსზე.


2. გაარჩიეთ ხახვი, დაჭერით 6 ნაწილად და გადააწყვეთ კარტოფილთან. მოამზადეთ კიდევ 20 წუთი. როდესაც კაარტოფილს ოქროსფერი დაედება და ხახვი კარამელიზდება, ოდნავ შეაგრილეთ ბოსტნეული.

3. 2 ნაჭერი ბეკონი კარგად შებრაწეთ. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი სოკო და კიდევ 5 წუთის განმავლობაში წვით სანამ კარგად არ დარბილდებიან. ამ დროს აურიეთ მდოგვი, ძმარი და ზეითუნის ზეთის ნარჩენები. რამდენიმე წვეთი წყალიც არ გაწყენთ.


4. ყველა მზა ინგრედიენტი მოათავსეთ ღრმა სასალათეში, დაამატეთ რუკოლას ფოთლები. მოასხით სალათს სოუსი და ფრთხილად აურიეთ. გაყავით კერძი 4 პორციად, ყოველ მათგანს მოაყარეთ ნებისმიერი ცისფერი ყველის კუბები.

5. მოშუშულის ნაცვლად, ხახვი შეგიძლიათ უმიც დაამატოთ. ამისთვის, ჯერ დაჭერით ის წვრილ ნახევარ-ბეჭდებად, შემდეგ კი დაასველეთ წყალში, რათა სიმწარე გაუვიდეს. რუკოლას ნაცვლად შეგიძლიათ ნებისმიერი სალათი აირჩიოთ.


როგორც ხედავთ, ეს სალათი ნებისმიერ გონიერ ცვლილებას აიტანს. მაგალითად, ხორცის კომპონენტები ზედმეტი იქნება, ხოლო ყველი უკეთესია რბილი სახეობის აირჩიოთ რათა ტექსტურის მრავალფეროვნება გამოგივიდეთ.