ამერიკული დონატების საოცარი რეცეპტი

2831

დედაჩემის მეგობარი, დეიდა რეი უკვე 20 წელია, რაც ფლორიდაში ცხოვრობს სწორედ მან მასწავლა ნამდვილი ამერიკული დონატების მომზადება. სწორედაც, რომ შუაში სიცარიელით, მინანქრით დაფარული, შოკოლად მოსხმული, კამფეტებ მოყრილი, თხილით და შაქრის ფხვნილით, შექმნილი დონატები ძალიან უყვართ ბავშვებს.

როგორც მივხვდი ამ რეცეპტში ყველაზე რთული – ლოდინია, როდესაც ცომი ფუვდება და უნდა აირჩიოთ მისი გასაფორმებელი ელემენტები ეს მომენტი ძალიან სახალისო და სასიამოვნოა. დონატის მომზადება ბავშვსაც კი შეუძლია. მერწმუნეთ მისი მომზადება ძალიან სასიამოვნო პროცესია.

ამერიკული დონატები

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ნამდვილი ამერიკული დონატების რეცეპტს. გამოდის ნაზი, ფაფუკი და ძალიან გემრიელი.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 640გ ფქვილი
  • 60გ შაქარი
  • 2ცალი კვერცხი
  • 14გ მშრალი საფუარი
  • 90გ კარაქი
  • 250მლ რძე (3,2%)
  • 2გ ვანილი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 100გ შოკოლადი
  • 50გ ნაღები (33%)
  • 15გ კარაქი
  • საკონდიტრო კანფეტები

მომზადება

1.გაალღვეთ კარაქი დაუმატეთ რძე, კვერცხი და ვანილი. კარგად მოურიეთ.

2.ასევე თხევად მასას დაუმატეთ საფუარი, შაქარი და გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი ხელის სათქვეფის დახმარებით, ხოლო მისი შესქელების შემდეგ ხელით მოზილეთ 10-15 წუთი. ცომი უნდა გამოგივიდეთ რბილი, ერთგვაროვანი და არ უნდა გეკრობოდეთ ხელზე.

3.ცომი გადაიტანეთ ჯამში. შეფუთეთ და თბილ ადგილას მოათავსეთ 1 საათით. მე ცომს 30 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ვინახავ. ცომი აუცილებლად უნდა ამოფუვდეს.

4.მოათავსეთ ცომი მაგიდაზე, ორივე მხრიდან მოაყარეთ ცომს ფქვილი. კარგად დაარბილეთ და გააბრტყელეთ 1სმ სისქის ფირფიტად.

5.ცომი დაჭერით 10სმ დიამეტრის მქონე წრეებად. ცენტრში ამოჭერით მრგვლად. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური დონატის ფორმები, მაგრამ თუ არ გაქვთ არ არის პრობლემა, მაშინ მრგვლად ამოჭერით ჭიქით, ხოლო შუაში სიცარიელე ამოჭერით პლასტმასის ბოთლის სახურავით.

თითქმის მზა დონატებს გადააფარეთ პაკეტი და სითბოში დატოვეთ 20 წუთით, რათა კიდევ ერთხელ ამოფუვდეს.

6.გააცხელეთ ღრმა ტაფა, დაასხით მას ზეთი ისე, რომ დონატები ცურავდნენ მასში. ცხელ ზეთში ორივე მხრიდან შეწვით დონატები. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ აუცილებლას უნდა შეწვათ დაბალ ცეცხლზე.

7.მზა დონატები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

8.დონატებს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის ფხვნილი ან მოასხათ შოკოლადის კრემი. ამისათვის დაჭერით შოკოლადი. მას მოასხით თითქმის ადუღებული ნაღები (არ აადუღოთ ბოლომდე). მასა დაასვენეთ 1 წუთი და შემდეგ მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს დაუმტაეთ გამდნარი კარაქი და მოურიეთ.

მზა შოკოლადის კრემში ჩაუსვით დონატები ნახევრემდე, ამოიღეთ, გადმოაბრუნეთ და მოაყარეთ ფერადი საკონდიტრო ტკბილეული.

9.ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ კენკრის მინანქარი. მის მომზადება შეგიძლიათ, როგორც ცოცხალი ასევე გაყინული კენკრითაც. ამისათვის დააბლენდერეთ კენკრა. მზა მასა აუცილებლად გაწურეთ, რათა მოშორდეს კანი და თესლი.

ჯამში მოათავსეთ კენკრის პიურე (დაახლოებით 2 სუფრის კოვზი) და შაქრის ფხვნილი (5-6 სუფრის კოვზი), მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამ მინანქარშიც ამოავლეთ დონატი და მოაყარეთ ფერადი კანფეტები. უგემრიელესი დონატებიც მზად არის. გემრიელად მიირთვით!

შოკოლადის მინანქრის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძიანი და თეთრი შოკოლადიც. საკონდიტრო კანფეტების გარდა დონატის გაფორმება შეგიძლიათ გახეხილი ქოქოსით და ნიგვზით. მე საარდგომი ნამცხვრის მომზადების შემდეგ დარჩენი ინგრედიენტებს ვიყენებ დონატის გასლამაზებლად.

მართლაც, რომ საოცრებაა მრგვალი დონატები. ისინი გემრიელია, როგორც ცივი ასევე ცხელი. მართალია კალორიულია, მაგრამ უზომდ გემრიელიცაა. ძალიან უხდება რძეს და ყავას.