სახლში გამომცხვარი ხვეული ბაგეტი

2217

ფრანგული ბაგეტი – ეს არის გრძელი, წვრილი ფუნთუშა ხრაშუნა ქერქითა და რბილი არომატული გულით. ტრადიციულად მას ამზადებენ 4 პროდუქტისაგან: ხორბლის ფქვილი, საფუარი, მარილი და წყალი. გამოდის ძალიან გემრიელი სამარხვო ფუნთუშა, რომლის მირთმევაც ჩვეულებრივი პურის ნაცვლადას შეგიძლიათ.

ცომი გაგეტისათვის აუცილებლად უნდა მოზილოთ საღამოს, რათა დილით თქვენი მაგიდა დაამშვენოს უგემრიელესმა ფუნთუშამ. ჩვეულებრისამებრ ბაგეტს ხელით ტეხავენ, რადგან სქელი, ხრაშუნა ქერქის გაჭრა დანით სულაც არ არის მარტივი. მაგრამ თუ ბაგეტს სენდვიჩისათვის გამოიყენებთ, მაში უმჯობესია გაჭრათ ვერტიკალურად.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 470გ
  • მშრალი საფუარი 0,5 ჭიქა
  • მარილი 2 ჩაის კოვზი
  • წყალი 375მლ

მომზადება

1.დიდ ჯამში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, მარილი და მშრალი საფუარი. ჩაასხით 375მლ თბილი წყალი და კოვზით მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჯამს დააფარეთ ნაჭერი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე მთელი ღამით.

2.დილით მოამზადეთ სამუშაო ზედაპირი, მოაყარეთ ფქვილი. მაგიდაზე მოატავსეთ ცომი, გააბრტყელეთ და მიეცით კონვერტის ფორმა. გადააბრუნეთ ნაკერით დაბლა, შეფუთეთ და დატოვეთ კიდევ 40 წუთი.

3.მითითებული დროის შემდეგ ცომი გაყავით 3 ნაწილად, თითოეული ცომი დააგრძელეთ და დაახვიეთ. გამოსაცხობი ფირფიტა ამოფინეთ პერგამენტის ქაღალდით, დაალაგეთ ცომი და ასეთ მდგომარეობაში გააჩერეთ 15 წუთი. ამავდროულად ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსზე.

4.ბაგეტები გამოაცხვეთ 12-15 წუთი. სუფრაზე გატანამდე და დაგემოვნებამდე აუცილებლად გააგრილეთ ბაგეტი.

ბაგეტი – საფრანგეთის ერთ-ერთი სიმბოლოა კრუასანებთან, ფუა-აგარასთან ან სუნამოებთან ერთად. თუ თქვენ ხართ ფუნთუშების მოყვარული აუცილებლად მოგეწონებათ ბაგეტი, რომელიც მზადდება მარტივად და სწრაფად. გემრიელად მიირთვით!