მრავალფეროვანი და ვიტამინებით გაჯერებული ცისფერი ყველისა და კენკროვნების სალათა

1925

ცისფერი ყველი – ეს სახელი მასში  განვითარებული ობის მომწვანო-მოცისფრო ფერის გამო ეწოდა. ახასიათებს მკვეთრი არომატი და გემო. მზადდება ნადუღისგანაც. საქართველოში იწარმოება “ჯავახური ცისფერი” და “მონასტრული ცისფერი”. მსოფლიოში განსაკუთრებით პოპულარულია “როკფორი”.

სალათის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

ინგრედიენტები:

სოუსისთვის: 

  • 120 მლ (1/2 ჭიქა) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 60 მლ (1/4 ჭიქა) ძმარი  ბალზამიკო
  • 1 ჩ.კ დიჟონური მდოგვი
  • მარილი და შავი პილპილი

სალათისთვის:

  • 4 ნაჭერი პური
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 140 გ (3 ჭიქა) ინდაუ
  • 300 გ (2 ჭიქა) მარწყვი (ან სასურველი კენკრა)
  • 4 ნაჭერი პარმული შაშხი
  • 250 გ ცისფერი ყველი

მომზადების წესი:

  1. სოუსი: ზეითუნის ზეთი, ძმარი ბალზამიკო და დიჟონური მდოგვი შეკაზმეთ მარილით და მომცრო ჯამში მექანიკური სათქვეფით კარგად ათქვიფეთ.
  2. სალათა: ელექტროღუმელი წინასწარ გაახურეთ 200 გრადუსზე. პური გახუხეთ, შეაგრილეთ, ნიორი გადაუსვით და დატეხეთ.
  3. შუაზე გაჭრილი მარწყვი და ინდაუ დიდ ჯამში აურიეთ. დაუმატეთ პარმული შაშხი, პური, დაფშვნილი ცისფერი ყველი და ახალდაფქული პილპილი. ჯამი შეანჯღრიეთ, ყველაფერი ერთმანეთში რომ აირიოს. მოასხით სოუსი.

ინდაუ (ლათინურად Eruca)-ბალახოვანი მცენარეა. მის ფოთლებს გამოიყენებენ სალათად, თესლს – მდოგვის  სუროგატად. აქვს სამკურნალო თვისებები. ფართოდაა გავრცელებული საქართელოშიც.