ვანილის ზეფირი, დესერტი რომელიც თავს შეგაყვარებთ!

2352
marshmallows white and pink on the wooden table with powdered sugar

ალბათ ვერასდროს დავიჯერებდი, რომ მეც შევძლებდი ზეფირის ჩემი ხელით მომზადებას. მაღაზიის ზეფირის შემხედვარე ვერც კი წარმოვიდგენდი, რისგან ამზადებენ მათ. . . როდესაც სახლში მომაქვს ვაშლი ყოველტვის ვინახავ 4 ცალს საოცარი დესერტის მოსამზადებლად.

ზეფირის სახლში მომზადება ძალიან მარტივია. ყველაზე რთული ამ საქმეში ცდუნებასთან ბრძოლაა, რადგან ზეფირის გაშრობას ცოტა დრო უნდა. ამ რეცეპტის დახმარებით თქვენ მაომზადებთ უგემრიელეს ზეფირს.

როგორ მოვამზადოთ ზეფირი

დღეს ჩვენ მოგიყვებით ვანილის ზეფირის მომზადების მეთოდს სახლის პირობებში. თითებს ჩაიკვნეტთ!

ინგრედიენტები

  • 500გ ვაშლი
  • 700გ შაქარი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 2 ჩაის კოვზი ვანილი
  • 150მლ წყალი
  • 10გ აგარ – აგარა

მომზადება

1.გარეცხეთ ვაშლი, გათალეთ და დაჭერით საშუალო ნაჭრებად. მოათავსეთ ფოლგაში.

2.ფოლგაში შეხვეული ვაშლი მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში. გამოაცხვეთ ვაშლი 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

3.გახსენით ფოლგა და გააგრილეთ ვაშლი, გაგრილების შემდეგ დააბლენდერეთ ვაშლი. შეგიძლიათ ვაშლი დამატებით გამოწუროთ. აგარ – აგარა დაალბეთ წყალში 30 წუთის განმავლობაში.

4.ვაშლის პიურეს დაუმატეთ 300გ შაქარი, ვანილი და კვერცხის ცილა. კვერცხის გული შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კერძში. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ მიქსერით.

5.აგარ – აგარა წამოადუღეთ და დაუმატეთ დარჩენილი შაქარი (400 გრამი), კვლავ წამოადუღეთ. მოადუღეთ აგარ – აგარა შაქართან ერთად 5 წუთის განმავლობაში, აუცილებლად ურიეთ.

6.ვაშლის პიურეს შაქრითა და კვერცხის ცილით დაუმატეთ ცხელი სიროფი. კარგად ათქვიფეთ. მასა უნდა გამოგივიდეთ მკვრივი, ჰაეროვანი და მდგრადი.

7.საკონდიტრო ნემსის მეშვეობით ზეფირი დაასხით პერგამენტის ქარალდზე. 4 საათით ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ ზეფირი.

8.სულ ეს არის, ვანილის ზეფირიც მდადაა. გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, ჰაეროვანი, რბილი, ზომიერად ტკბილი და გემრიელი ზეფირის მომზადება სახლის პირობებშიც ძალიან მარტივია. ამისათვის არანაერი კულინარიული ნიჭი არ დაგჭირდებათ!

ამასტანავე სახლში მომზადებული ზეფირი გამოდის ძალიან სასარგებლო, რადგან არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. ასერ რომ თამამად შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვებს. მოამზადეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები!