საოცარი ნამცხვარი გარგარითა და შოკოლადით

1135

სანამ ზაფხულია და ყველანაერი ხილი ხელმისაწვდომია, სრულად უნდა დავტკბეთ მათი გემოთა და არომატით. ხილს ძალიან ხშირად შეხვდებით სხვადასხვა დესერტებში. უფრო არომატულ და ტკბილ შიგთავსს დესერტისთვის ვერც მოიფიქრებთ.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უმარტივესი ნამცხვრის რეცეპტს, რომელსაც ძალიან უხდება გარგარი და შოკოლადი. ის გამოდის ძალიან ორიგინალური და ჰაეროვანი. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება, რათა შეიგრძნოთ ენით აუღწერელი არომატი და გემო.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი- 300გ
  • კეფირი- 300მლ
  • გარგარი- 8 ცალი
  • შაქარი- 100გ
  • მზესუმზირის ზეთი- 1 სუფრის კოვზი
  • კაკაო- 2 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი- 1 სუფრის კოვზი

მომზადება

1.გარგარი გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ და გაამშრალეთ. ისინი გაყავით შუაზე, მოაშორეთ თესლი.

2.გაცრილ ფქვილს დაუმატეთ კაკაო, გამაფხვიერებელი და შაქარი. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ კეფირი. მოზილეთ სქელი არაჟნის კონსესტენციის ცომი.

3.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით მზესუმზირის ზეთი, ჩაასხით ცომი და გადაანაწილეთ კოვზის მეშვეობით. ნახევარი გარგარი დაალაგეთ ცომზე ჭრილით ქვემოთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაშ.

გააგრილეთ ნამცხვარი და თავზე მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი ან შაქრის ფხვნილი. გარგარი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ატმით და ქლიავით, ისინიც შეიცავენ საოცარ არომატსა და გემოს. დანამატის სახით მოადუღეთ ცხელი კაკაო ან ყავის კრემი, რათა გაახაროთ ბავშვები და მეუღლე. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!