როგორ მოვამზადოთ გოგრის ნამცხვარი

2058
Small pumpkins with bucket against wood

შემოდგომის მშვენება გოგრა-სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია, მაგრამ რაც მთავარია ის ძალიან უხდება მარილიან პროდუქტებს და საოცარ გემოს იძენს ტკბილ დესერტებში. გოგრისაგან ამზადებენ ნამცხვრებს, კექსებს, წვენს და ზოგიერთი კი მას მთლიანად აცხობს. გამომცხვარი გოგრა ბრინჯით – ძალიან უჩვეულო ვარიანტია, მაგრამ ამასთანავე ძალიან გემრიელიც. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ გოგრის ნამცხვრის რეცეპტს შესქელებული რძით.

ღუმელში გამომცხვარი გოგრის ნამცხვარი

ღუმელში გამომცხვარი გოგრა ძალიან გემრიელი კერძია, მაგრამ თუ მას დავუმატებთ, რამდენიმე ინგრედიენტს მივიღებთ ძალიან გემრიელ ნამცხვარს, რომელიც საოცრად უხდება ჩაის. გოგრის ნამცხვრის მოსამზადებლათ გჭირდებათ მინიმალური დრო და უმარტივესი ინგრედიენტები. თუ თქვენ ტკბილეულის მოყვარული ხართ მაშინ აუცილებლად უნდა გასინჯოთ ეს დესერტი.

ინგრედიენტები

  • 400გ- გოგრა
  • 50გ-ნიგოზი
  • 400გ-ფქვილი
  • 50გ-კარაქი
  • 50გ-შაქარი
  • 150გ-შესქელებული რძე
  • 1 ჩაის კოვზი ძმარი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 2 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 2 ჩაის კოვზი მიხაკი

მომზადება

1.გარეცხეთ გოგრა, გათალეთ და დაჭერით 3-4 სანტიმეტრიან ნაჭრებად.

2.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში გოგრის დარბილებემდე. გააგრილეთ და წვრილად გახეხეთ.

3.გოგრას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, კარაქი, შაქარი, სოდა, ძმარი და სანელებლები. მოზილეთ ერთგვაროვანი კონსესტენციის ცომი.

4.ცომს დაუმატეთ დაფქული ნიგოზი. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ქიშმიში ან ნიგოზი შეცვალოთ ქიშმიშით, თუ თქვენ არ გიყვართ ნიგოზი ქიშმიშის გამოყენება საუკეთესო იდეაა.

5.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ცომი მოათავსეთ ფორმაში, ეცადეთ ნამცხვრის კიდეები ცომის მეშვეობით აამაღლოთ.

6.ფორმის შუაში ჩაასხით შესქელებული რძე.

7.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში. ცომი კარგად უნდა გამოცხვეს, ცხობის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ტემპერატურა ჩამიყვანეთ 180 გრადუსამდე. ცომი შეამოწმეთ კბილის ჩხირით, შესქელებული რძე უნდა გადაიქცეს ოქროსფერ ქერქად.

აი ასე მზადდება გოგრის ნამცხვარ შესქელებული რძით ღუმელში. ნამცხვარს ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან თხილი, ხოლო ათქვეფილი ნაღები ამ კერძს სხვა დონეზე აიყვანს. თქვენ გიყვართ გოგრის ნამცხვრების ცხობა?