როგორ მოვამზადოთ კიევური კატლეტი ქათმით

2600

ყველა ჩვენთაგანს ერთხელ მაინც გაუსინჯავს კიევური კატლეტი და თუ არ გაუსინჯავს აუცილებლად სმენია ამ კერძის შესახებ.

კერძის წარმოშობასა და სახელზე დღემდე კამათობენ: ისინი ამბობენ, რომ მსგავსი კატლეტი მოიგონეს ფრანგმა მზარეულებმა, ზოგიერთ თვლის, რომ მათი სამშობლო უკრინაა. ამერიკელებმაც დაიბრალეს ამ კერძის გამოგონება და ამბობდნენ, რომ ეს კერძი შექმნეს უკრაინის დიასპორაში.

ჩემი დეიდა ლუდა უკვე 25 წელია ცხოვრობს პოლტავაში და ამზადებს ამ უგემრიელესი შიგთავსის მქონე კატლეტებს ყველა დღესასწაულზე. და მიზეზის გარეშეც, როცა უბრალოდ უნდა რაიმე გემრიელის მომზადება. თუ თქვენ გეცოდინებათ კარგი რეცეპტი მაშინ სწრაფად და მარტივად შეძლებთ ამ საოცარი კატლეტების მომზადებას.

როგორ მოვამზადოთ კიევური კატლეტები

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ თუ როგორ უნდა მოამზადოთ კიევური კატლეტები ქათმის ხორცით. გამოდის ძალიან წვნიანი და ნაზი, რაც შეეხება შიგთავსს კარაქი და მწვანილები მას ჰმატებს საოცარ არომატს და გემოს.

ინგრედიენტები

  • 500გ ქათმის ფილე
  • 200გ კარაქი
  • 100-150გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • კამა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 3-4 კბილი ნიორი
  • საფანელი
  • ზეთი

მომზადება

  1. ოთახის ტემპერატურაზე გასალღობდ გამოიტანეთ კარაქი. კამა გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით. გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ ნიორი.

ღრმა ჯამში ერთმანეთს აურიეთ კარაქი, კამა და ნიორი, დაამარილეთ გემოვნებით. კარგად მოურიეთ, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

2.აიღეთ ხის ან ბამბუკის ხალიჩა. ჯობია გამოიყენოთ ხალიჩა სუშისთვის, ხალიჩა შეფუთეთ კვებისათვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკში. ასევე პოლიეთილენის პარკში მოათავსეთ კარაქის ნარევი მწვანილთან. შეახვიეთ, შემდეგ ხალიჩის დახმარებით ამ მასას მიეცით გრძელი ძეხვის ფორმა. შიგთავსი შეინახეთ მაცივარში 15-20 წუთის განმავლობაში.

3.ჩვენ გამოვიყენებთ ორ ქათმის ფილეს, რომელთაგანაც თითოეულს რამოდენიმე ნაწილი აქვს. ფილეს პატარა ნაწილი გამოყავით დიდისგან. ზედმეტი ცხიმი და კანი მოაშორეთ. დიდი ნაწილი ნაზად ჩაჭერით დანით. იმდენად ღრმად ჩაჭერით, რომ შეიძლებოდეს მისი წიგნივით გადაშლა.

მისი ქვედა ძირი (ბასრი) მოჭერით. შედეგად უნდა გამოგივიდეთ ნახევარწრიული მარტკუთხედი. თითოეული ფილე მოათავსეთ პაკეტში და კარგად დასრისეთ.

4.დასრესილი ფილეს მოაყარეთ წიწაკა და მარილი გემოვნებით.

5.ცალკე ჯამში ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი. ასევე მოამზადეთ ორი თეფში: ერთზე დაყარეთ ფქვილი ხოლო მეორეზე კი საფანელი.

მაცივრიდან გამოიტანეთ გაყინული შიგთავსი და დაჭერით კატლეტის რაოდენობის მიხედვით.

6.პატარა ფილეზე  მოათავსეთ მწვანილით შეზავებული კარაქი. გადაახვიეთ მჭიდროდ ისე, რომ შიგთავსი არ გადმოვიდეს.

და თუ დიდ ფილეზე იპოვეთ, რაიმე დაზიანება (უნდა ეცადოთ, რომ არ დააზიანოთ) მაგაზე არ იდარდოთ. რადგან ზეთი და საფანელი არ მისცემს შიგთავსს გადმოღვრის საშუალებას.

7.პატარა ფილე კარაქით მოათავსეთ დიდი ფილეზე. გადაახვიეთ, ისე რომ გვერდები ზემოდან და ქვემოდან შეკეცილი ჰქონდეს. თუ შეამჩნევთ ზედმეტ ან უხეშ ნაწილებს შეგიძლიათ მოაჭრათ. ამ შემთხვევაში კიევური კატლეტი გამოდის უფრო ლამაზი.

8.კატლეტი ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს კი საფანელში. რადგან ჩვენი კერძი შედგება ორფისაგან, ამიტომაც განეორებით ამოავლეთ კვერცხში და საფანელში. იგივე გააკეთეთ სხვა კატლეტებისთვისაც.

9.ტაფაზე დაასხით ზეთი და დაელოდეთ მის გაცხელებას, შემდეგ ცხელ ზეთში ჩაუშვით კატლეტები. ეცადეთ ცხელ ზეთში არ მოგიხვდეთ წყალი. როდესაც კატლეტები შეიწვება ( დაახლოებით 5 წუთია ამისათვის საჭირო), შეგიძლიათ ამოიღოთ. შემდეგ კატლეტები გადაალაგეთ ფორმებში და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.

10.კიევური კატლეტი ქათმის ხორცით მზადაა. ამ საოცრად გემრიელ ხორციან კერძს ძალიან მოუხდება ბოსტნეულის სალათი, კარტოფილის პიურე, წიწიბურა და ბრინჯი.

ხანდახან ასეთ კატლეტებს ამზადებენ ძვლით, რათა დაემსგავსოს ქათმის ბარკალს. თქვენ შეგიძლიათ ქათმის ფრთას მოაშოროთ ძვლები და მას ზემოდან შემოახვიოთ ქათმის ფილე. ეს კერძი არის სარესტორნო, მაგრამ როგორც ნახეთ სახლის პირობებშიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია.

ამ კერძის შიგთავსი ყველას გააოცებს, რადგან ის ჩაკბეჩისთანავე პირში დნება, ხოლო საფანელის მეშვეობით კატლეტი გარედან შეიძენს სასიამოვნოდ ხრაშუნა ფენას. გემრიელად მიირთვით!