ბლინები მოხარშული კრემით

2210

მოხარშული კრემი ძალიან უხდება ნაპოლეონს, ეკლერს და ტარტილებს. ისეთი მარტივი კერძი როგორიც ტაფაზე შემწვარი ბლინებია შეგვიძლია ვაქციოთ ორიგინალურ კერძად სადღესასწაულო მაგიდაზე. ასეთი საოცარი ტკბილეულის გასინჯვისას ბავშვები აღარ მოითხოვენ ნაყიდ გენმოდიფიცირებულ ტკბილეულს.

თქვენ უნდა გამოაცხოთ უბრალო ბლინები რძით, მოამზადოთ მოხარშული კრემი და ჩვენი ინსტრუქციის მიხედვით შეფუთოთ. გაახარეთ თქვენი თავები ამ საოცარი ტკბილეულით, რომელიც ძალიან უხდება ჩაის.

ინგრედიენტები

  • რძე-4,5 ჭიქა
  • კვერცხი-4 ცალი
  • კარაქი-70გ
  • გამაფხვიერებელი-1 ცალი
  • ვანილი-გემოვნებით
  • ხორბლის ფქვილი-250გ
  • მზესუმზირის ზეთი-2 სუფრის კოვზი
  • შაქარი-275გ
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება

1.დასაწყისისთვის მოამზადეთ ბლინები. ჯამში აურიეთ 500მლ რძე, 200გ ფქვილი, 2 ცალი კვერცხი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი ზეთი  და შეკვრა გამაფხვიერებელი. დაუმატეთ მარილი და ვანილი გემოვნებით.

2.მასა ათქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე და დაელოდეთ 30 წუთი. ზეთით დაამუშავეთ ტაფა და გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე. გამოაცხვეთ ბლინები ორივე მხრიდან მანამ, სანამ მათი ზედაპირი არ მიიღებს მოყავისფრო ფერს. მზა ბლინები დაალაგეთ თეფშზე.

3.მოხარშული კრემის მოსამზადებლად მიქსერით ათქვიფეთ 70გ დარბილებილი კარაქი.  ცალკე ჯამში ათქვიფეთ 2 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი და 3 სუფრის კოვზი ფქვილი. ქვაბში აადუღეთ 2,5 ჭიქა რძე, მას დაუმატეთ ათქვეფილი მასა და მოამზადეთ ცეცხლზე მთლიანი მასის შესქელებამდე თან ამავდროულად არ შეწყვიტოთ მისი მორევა.

4. აიღეთ მასა ცეცხლიდან, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და ათქვიფეთ კარაქთან ერთად მის ამოფუებამდე. ბლინებს წაუსვით 0,5 სუფრის კოვზი კრემი და კუთხეში მოათავსეთ კიდევ 2 სუფრის კოვზი. აკურატულად დაახვიეთ რულეტის მსგავსად.

თქვენ ამ ბლინებით გაილამაზებთ საუზმეს. თქვენ ვერ გაუძლებთ ამ საოცარი ბლინების წინაშე. რათქმაუნდა ეს შედეგი ღირდა დაკარგულ დროდ, რადგან ამ საოცარ გემოს ვერ შეედრება ვერაფერი.