როგორ მოვამზადოთ კრაკოვსკის ძეხვი

2171
Krakow sausage isolated on the wooden table

კრაკოვსკის ძეხვს მარტივად შეგვიძლია ვუწოდოთ დელიკატესი. მისი შეძენა დღესდღეობით შეგიძლიათ ნებისმიერ სუპერმარკეტში, მაგრამ ვისაც ახსოვს ძველ დროს შეძენილი ძეხვის გემო მარტივად დამეთანხმებიან გემოს სხვაობაში, რადგან მათი გემოები მართლაც, რომ ძალიან განსხვავდება.

ამიტომაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ამ საოცარი ძეხვის მომზადების რეცეპტს, რომლის მიხედვით თქვენ მოამზადებთ შეუდარებელ ძეხვს. ამასობაში თქვენ დარწმუნებულები იქნებით, რომ თქვენი ოჯახის წევრები მიირთმევენ ნატურალურ ხორცისგან, რძისგან და უგემრიელესი სანელებლებისგან შექმნილ პროდუქტს. სამწუხაროდ მაღაზიის დახლებზე თითქმის ყველა პროდუქტი გენმოდიფიცირებულია, რაც ჩვენი ორგანიზმისათვის ძალიან საშიშია.

კრაკოვსკის ძეხვი

ინგრედიენტები

  • 500გ ძროხის ხორცი
  • 500გ ღორის ფილე (შეგიძლიათ გამოიყენოთ ლორი)
  • 1,5კგ ღორის ხორცი
  • 45გ ნიტრიტის მარილი (0,5-0,6%)
  • 1 ჩის კოვზი შავი წიწაკა
  • 0,5 ჩაის კოვზი სურნელოვანი წიწაკა
  • 0,5 ჩაის კოვზი კარდამონი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 30გ მშრალი რძე
  • 250მლ გაყინული წყალი ყინულთან ერთად
  • 3,5-4 მეტრი ღორის ბუნებრივი ნაწლავი

მომზადება

1. ხორცსაკეპის მეშვეობით მსხვილად დაფქვით ხორცი. თუ მსხვილი ხორცის ნაჭრები არ მოგწონთ, შეგიძლიათ ხორცსაკეპში განმეორებით გამოატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველაფერი თავიდან დაფქვით ლორის გარდა.

2.სანელებლები ერთმანეთს ცალკე ჯამში გადაურიეთ. რაც შეეხებ ნიტრიტის მარილის (ნატრიუმის კონცენტრაციით 0,4-0,6%), ის ჩვეულებრივ სამზარეულოს მარილთან შედარებით უფრო უხდება ძეხვეულს, რადგან ის ძეხვს უნარჩუნებინებს ფერს, გემოსა და საოცარ არომატს. ჩვეულებრივი მარილის გამოყენების შემთხვევაში ძეხვი არაესთეტიურ იერს მიიღებს.

3.სანელებლებს დაუმატეთ რძის ფხვნილი-ეს ძეხვს დაეხმარება გამოყოფილი სითხის შეშრობაში, რადგან დამუშავებისას ხორცი გამოყოფს დიდი რაოდენობით წყალს. ფხვნილის გემო რათქმაუნდა მისი დაგემოვნებისას არ შეიგრძნობა, მაგრამ ის ძეხვს შეუცვლის გარეგნულ მხარეს.

4. სანელებლები მოაყარეთ ხორცს. დაასხით ცივი წყალი.

5. 10 წუთის განმავლობაში კარგად ურიეთ მთლიან მასას. რეკომენდირებულია ფარშის ხელთათმანებით მორევა, რადგან ხელით შეხების შემთხვევაში ხორცი შეიძლება მალე გადახურდეს. ხორცი მოათავსეთ კონტეინერში, კარგად დალუქეთ და მოათავსეთ მაცივარში, რაც შეიძლება დიდხანს.

6.ხორცსაკეპზე დაამონტაჟეთ ძეხვებისათვის განკუთვნილი თავი. გარეცხეთ ღორის ნაწლავი და წამოაცვით დამონტაჟებულ თავზე.

7.ნაწლავი ამოავსეთ ხორცით. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ძეხვში ჰაერის დაგროვებას ეს რომ თავიდან ავიცილოთ ნემსის საშუალებით, რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ ძეხვი. ძეხვის ბოლოები მჭიდროდ შეკარით სამზარეულოს ძაფით ან თვითონ ჩერევა გადააბით ერთმანეთს. აცადეთ ძეხვს გამოშრობა.

8.ძეხვი შეგიძლიათ მოამზადოთ გრილზე და ასევე ღუმელში. ჩვენ ავირჩიეთ მეორე  ვარიანტი. ღუმელში არსებული თარო დაამუშავეთ ზეთით.

9.ძეხვი გამოაცხვეთ ღუმელში 75-80 გრადუსზე ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ ღუმელის ძირზე მოათავსეთ წყლის აბაზანა და გააგრძელეთ ძეხვის გამოშრობა.

10.მზა ძეხვი 5 წუთით მოათავსეთ ცივ წყალში. ამის შემდეგ კარგად გაამშრალეთ და 24-36 საათით ჩამოკიდეთ გასაშრობად.

11.უგემრიელესი კრაკოვსკის ძეხვიც მზადაა, შეგიძლიათ გასინჯოთ და ისიამოვნოთ.

ამ ძეხვის გემო შეიძლება ძალიან უცნაურად მოგეჩვენოთ , რადგან გადაჩვეულები ხართ ნატურალური ძეხვის ნამდვილ გემოს. ამ ძეხვს ვერ შეედრება ვერცერთი მაღაზიაში ნაყიდი ძეხვი.

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებიდან გამოგივათ 350-400 გრამიანი 7 რგოლი. მის მომზადებაში დაგეხარჯებათ დაახლოებით 3 საათი, მაგრამ მერწმუნეთ ეს დაკარგული დრო ნამდვილად ღირს, რადგან თქვენ მიიღებთ უგემრიელეს და რაც მთავარია ნატურალურ პროდუქტს. გემრიელად მიირთვით!