როგორ დავამარილოთ სკუმბრია: ყველაზე მაგარი ხერხი. ასეთ ნაზ და პიკანტურ თევზს მაღაზიაში ვერ იყიდი

2670

სკუმბრია არამხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი თევზია. ის ფაქტობრივად ყველა საჭირო მიკროელემენტსა და ნივთიერებას შეიცავს, რაც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება სათანადო მუშაობისთვის. სკუმბრიას რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს მხედველობასა და მეხსიერებას, სწევს ონკოდაავადებათა წარმოშობის რისკს, ამაღლებს იმუნიტეტს და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს.

როგორც ხედავთ, სკუმბრია აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენს დაბალანსებულ რაციონში, მაგრამ ეს თევზი კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, თუ გემრიელად მოამზადებთ. ჩვენ მოგითხრობთ, როგორ დაამარილოთ სკუმბრია სულ რაღაც 2 საათში ისე, რომ უზადოდ იყოს მომზადებული. ფილე ძალიან ნაზი და არომატული გამოდის, მაღაზიაში მსგავსს ნამდვილად ვერ შეიძენთ!

ინგრედიენტები

  •  1 ც სკუმბრია
  • 1 ლ წყალი
  • 5 ს.კ. მარილი
  • 1 ც ხახვი
  • 3-4 ც დაფნის ფოთოლი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გაალღვეთ სკუმბრია, გაასუფთავეთ შიგნეულობისგან, მოაჭერით თავი, ფილე დაჭერით მცირე ნაჭრებად.

2. მარინადის მოსამზადებლად აადუღეთ ქვაბში წყალი, დაამატეთ მარილი, გაფცქვნილი ხახვი, შავი პილპილი (დაფქული და მარცვლები) და დაფნის ფოთლები. ხარშეთ სუნელები 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით ქვანი და გააცივეთ წყალი.

3. ცივ მარინადში ჩააწვეთ სკუმბრიის ნაჭრები, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 2 საათით.

4. 2 საათის შემდეგ ამოიღეთ თევზი და მიირთვით. თუ მეტ ხანს დატოვებთ, სკუმბრია მეტისმეტად მლაშე გამოვა.

გილოცავთ, სკუმბრია მზადაა! თუ უმალვე მირთმევას არ აპირებთ, მოათავსეთ ქილაში და შედგით მაცივარში. ამგვარ მდგომარეობაში თევზი 3 დღე ინახება. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!