წიწიბურა ბადრიჯნითა და პომიდვრით – გემრიელი და ჯანსაღი კერძი მთელი ოჯახისთვის

5743

ჩემს ქმარს და შვილებს მხოლოდ შემწვარი კარტოფილი და გემრიელი წასახემსები უყვართ. ჩვეულებრივ კერძებს ან ფაფებს თითქმის არ ჭამენ და ჯანსაღ საკვებზე უარს ამბობენ. მაგრამ გამოსავალი სულ რამდენიმე დღის წინ ვიპოვე.

წიწიბურას ფაფა ბადრიჯნით, პილპილითა და პომიდვრით, ჩემთვის ნამდვილი მაშველი გახდა. მას შემდეგ, რაც ეს კერძი პირველად მოვამზადე, ისინი ყოველ დღე მთხოვენ მის მომზადებას. აუცილებლად მოუმზადეთ თქვენი ოჯახის წევრებსაც და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები!

ინგრედიენტები

  • 200 გრ წიწიბურა
  • 1 ც ხახვი
  • 2 ც ბულგარული პილპილი
  • 50 მლ მზესუმზირის ზეთი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • 1 ც ბადრიჯანი
  • 1 ც პომიდორი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ბადრიჯანს და პომიდორს კანი მოაშორეთ, პილპილს კი შიგთავსი და დაჭერით ბოსტნეული პატარა კუბებად. ხახვი და ნიორი გაარჩიეთ და ძალიან წვრილად დაჭერით.

2. ტაფაზე გააცხელეთ მზესუმზირის ზეთი და თავდაპირველად მასში შეწვით ბადრიჯანი 7 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ ხახვი, ნიორი და პილპილი. დაახურეთ ტაფას თავსახური და მოთუშეთ ბოსტნეული 3-5 წუთის განმავლობაში. შემდგომ დაუმატეთ პომიდორი, სანელებლები და მოურიეთ. ადუღეთ ბოსტნეული დაბალ ცეცხლზე.

3. წიწიბურა მარილიან წყალში ნახევრად მოხარშეთ, შემდეგ გაწურეთ და დაუმატეთ ბოსტნეულს. ფრთხილად მოურიეთ და ინგრედიენტები ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში.

მზა კერძი სუფრაში გატანამდე გააფორმეთ დაჭრილი ოხრახუშით ან სხვა მწვანილით. წიწიბურას ფაფა ბადრიჯნით ძალიან უხდება ხორციან კერძებს.