მოამზადეთ გემრიელი ხვეულები ვაშლის შიგთავსით სულ რაღაც 40 წუთში და დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით

1571

დღესდღეობით, ორცხობილების მომზადება სახლში ბევრად უკეთესია: ასე თქვენ დარწმუნებული იქნებით შემადგენლობის უსაფრთხოებაში და პირდაპირ გააკონტროლებთ მთელ პროცესს. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სწრაფად მოსამზადებელი ორცხობილების რეცეპტს, რომლის დიდებულ არომატს ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას.

ახალი ვაშლიანი ხვეულების ჯადოსნური არომატი ჩაის დალევას უფრო სასიამოვნოს ხდის. ეს ჰაეროვანი ფშვნადი ხვეულები ვაშლის წვნიანი შიგთავსით, მაღაზიის ორცხობილების საუკეთესო შემცვლელია.

ინგრედიენტები

  • 4 ც ვაშლი
  • 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 200 გრ შაქარი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ. კურკუმა
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 125 მლ კეფირი
  • 125 გრ კარაქი
  • 75 გრ შაქრის პუდრი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • 630 გრ ხორბლის ფქვილი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი

1. გათალეთ ვაშლი და წვრილად გახეხეთ. მოთუშეთ ვაშლი მშრალ ტაფაზე, შაქართან ერთად, სანამ ხილი მთლიან სითხეს არ გამოყოფს. შემდეგ დაუმატეთ დაფქული დარიჩინი, მოურიეთ და გააცივეთ.

2. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს დარბილებული კარაქი და მცენარეული ზეთი, დაუმატეთ კეფირი, შაქრის პუდრა, ვანილის შაქარი, კურკუმა, სახამებელი, კვერცხი და მოურიეთ. მიღებულ მასას თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

3. მასა დაჭერით პატარა ნაწილებად და თითოეული დაამრგვალეთ. ცომის თითო ბურთულა 30 გრამს უნდა იწონიდეს. თქვენ დაახლოებით 40 ბურთულა უნდა გამოგივიდეთ. გაიყვანეთ თითოეული ოვალური ფორმის ფირფიტად, მოათავსეთ მათზე ვაშლის შიგთავსი და გაახვიეთ.

4. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და მასზე დაალაგეთ ხვეულები. გამოაცხვეთ ორცხობილა 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში. მზა ორცხობილები დაალაგეთ თხელ თეფშზე და ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.

ვაშლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სქელი ჯემი, ხაჭო, შოკოლადი ან ახალი კენკრა. თუ სახლში ალუბლის მურაბა გეგულებათ, აუცილებლად მოამზადეთ ხვეულები მურაბის შიგთავსით. სცადეთ ორცხობილების მომზადება ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით და დილიდან დაიმუხტეთ პოზიტივით!