მზა კრევეტებს მსოფლიოს ნებისმიერ სუპერმარკეტში შემოგთავაზებენ. შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ, გაყინოთ, მერე სწრაფად გააცხელოთ. კრევეტები ერთ კოვზ არაქისის ზეთში მოშუშეთ. ცეცხლზე დიდხანს ნუ გააჩერებთ, მხოლოდ შეათბეთ.
ინგრედიენტები:
- 400 გ მზა კრევეტი
- 2 მანგო
- 2 პატარა კიტრი
- 1 მწარე წითელი წიწაკა
- 1 კონა ქინძი
- მარილი და შავი პილპილი
- 2 ლაიმის წვენი
- 120 მლ (1/2 ჭიქა)
- იოგურტი ან არაჟანი
- თბილი პური “ფოკაჩა ფინგერსი”
მომზადების წესი:
- სასალათეში მოათავსეთ კრევეტები, დაჭრილი მანგო, შუაზე გაჭრილი კიტრი, წვრილად დაჭრილი წიწაკა და ქინძი. შეკაზმეთ მარილითა და ახალდაფქვილი შავი პილპილით.
- ლაიმის ახალგამოწურული წვენი და უშაქრო, უხილო იოგურტი მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ.
- სალათა ფაილებში გაანაწილეთ.
- თითოეულს მოასხით იოგურტისა და ლაიმის სოუსი და სუფრაზე ახალ პურთან ერთად მიიტანეთ.