კალმახის გემრიელ წვნიანს ლაიმის ახალგამოწურული წვენი განსაკუთრებულ არომატს სძენს. რამენი – პურის ფქვილის ატრიაა.
ინგრედიენტები:
- 250 გ რამენის ატრია
- 1,5 ლ (6 ჭ) ქათმის ბულიონი
- 150 გ (4 ც) კალმახის ფილე
- 2 წითელი მწარე წიწაკა
- 6 მწვანე ხახვი
- 1 ს/კ სოიის ღია საწებელი
- 2 ს/კ ქორფა ქინძი
- 1 ლაიმი
მომზადების წესი:
- ატრია პაკეტზე მითითებული წესით მოამზადეთ და 4 ფიალაში გაანაწილეთ.
- წიწილის ბულიონი დიდ ქვაბში დაბალ ცეცხლზე აადუღეთ. დაუმატეთ კანგაცლილი კალმახის ფილე და კიდე 2 წთ ადუღეთ. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, მწვანე ხახვი და სოიის საწებელი. ადუღეთ, ვიდრე კალმახი მოიხარშება.
- მოხარშული თევზი ფიალებში გადაიტანეთ და ბულიონი მოასხით. მორთეთ ქინძით და ოთხად გაჭრილი ლაიმის წვენი მოასხით. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.