ტოფუ სატაი მიწის თხილის საწებლით – დაუვიწყარი ეგზოტიკური კერძია

1664

ტოფუ – სოიის პროდუქტი. უწოდებენ “სოიის ხაჭოსაც”. ამზადებენ სოიის რძისგან. აქვს ნატურალური გემო.

სატაი, იგივე სატე – შამფურზე წამოცმულ ხორცს, ზღვის პროდუქტებს ან ბოსტნეულს გრილზე წვავენ და სუფრაზე საწებელთან ერთად მიაქვთ. ეს ინდონეზიური კერძია.

მიირთმევენ მიწის თხილის საწებელთან ერთად.

ინგრედიენტები:

ტოფუ სატაისთვის: 

  • 2 ს/კ მიწის თხილის ზეთი
  • 350 გ მყარი ტოფუ
  • მარილი, შავი პილპილი

მიწის თხილის საწებლისთვის:

  • 90 მლ (1/2 ჭ) მიწისთხილის ზეთი
  • 250 გ მოუხალავი მიწის თხილი
  • 4 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/2 ჩ/კ ხმელი წიწაკა
  • 1 წით. მწარე წიწაკა
  • 1 ჩ/კ ყავისფერი შაქარი
  • 1 ს/კ სოიის რუხი საწებელი
  • 400 მლ (1 2/3) წყალი
  • 1 ლიმონი წვენი

მომზადების წესი:

  1. ტოფუ სატაი: ზეთი დიდ ვოკში მაღალ ცეცხლზე გააცხელეთ. შეწვით ტოფუს კუბები, ვიდრე ხრაშუნი და მოოქროსფრო გახდება. ცოტა მარილითა და პილპილით შეაზავეთ. თბილად შეინახეთ.
  2. მიწის თხილის საწებელი: ზეთი ვოკში გააცხელეთ, შემდეგ მიწის თხილი მოხალეთ, განუწყვეტლივ ურიეთ, ოდნავ გააგრილეთ და სამზარეულოს კომბაინში დაამუშავეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე.
  3. იმავე ჭურჭელში წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მობრაწეთ, განუწყვეტლივ ურიეთ, დაუმატეთ ხმელი წიწაკა, ნედლი წითელი წიწაკა, სოიის საწებელი და წყალი. ადუღებამდე მიიყვანეთ.
  4. დაუმატეთ მიწის თხილი და დაბალ ცეცხლზე 8-10 წთ ადუღეთ, ვიდრე საწებელი  შესქელდება. დაუმატეთ ლიმონის წვენი.
  5. ტოფუს კუბები პატარა ხის ჩხირებზე აასხით და თეფშებზე გადაანაწილეთ. კოვზით მიწის თხილის საწებელი მოასხით და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.